თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ერთწლიანი მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამა - მუსიკა ხორციელდება თბილისის კონსერვატორიის და ნორვეგიის მუსიკის აკადემიის ერთობლივი პროექტის “Bridging the Gap - Qualifying Music Students for a Changing Music Profession” CPEA-2015/10004 ფარგლებში.

პროგრამაზე დაიშვება არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს მასწავლებელთა საგნობრივი გამოცდა მუსიკაში.  
ერთწლიანი პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს სერტიფიკატს და გახდება უფროსი მასწავლებელი.

აპლიკანტების რეგისტრაცია და შესარჩევი გამოცდა ტარდება ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში (სექტემბერი).

კონტაქტი:

სასწავლო დეპარტამენტი

ტელ: (+995 32) 2 98 70 27,

email: registration@tsc.edu.ge

მისამართი: 0108, თბილისი,

გრიბოედოვის ქ. 8-10