ვ.სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის
საზღვარგარეთთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია
(გრძელვადიანი 2010-2016 წწ)


მიზანი:

საერთაშორისო თანამშრომლობა და საერთო ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის (შემდგომში თსკ) ინტეგრაცია.

 

ამოცანები:

  • მდგრადი საერთაშორისო ურთიერთობების ჩამოყალიბება, განვითარება და ეტაპობრივი სრულყოფა
  • მობილობის ამაღლება და ხელშეწყობა
  • კონსერვატორიის მიმზიდველობის გაძლიერება, როგორც საქართველოს, ისე მის ფარგლებს გარეთ; მისი კონკურენტუნარიან უმაღლესად ჩამოყალიბება საერთაშორისო დონეზე.
  • პარტნიორული ურთიერთობების განვითერბა თსკ-სა და საჯარო/კერძო სექტორს, თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის. უმაღლესის შესახებ ფართო საინფორმაციო საქმიანობის წარმოება.

 

შედეგები:

  • გრძელვადიანი და მოკლევადიანი ერთობლივი საგანმანათლებლო და შემოქმედებითი პროექტები
  • ინტერნაციონალიზაციის პროცესში თსკ-ის აკადემიური, სამეცნიერო, ადმინისტრაციული პერსონალის და სტუდენტების მობილობა
  • მაღალი საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე აკადემიური, სამეცნიერო და შემოქმედებითი პერსონალის უმაღლესში მოწვევა და საერთაშორისო სასწავლო გარემო
  • უმაღლესებს შორის გაზრდილი კონკურენტუნარიანობა და თანამშრომლობა

 

ძირითადი პრინციპები:

  • ერთობლივი გრძელვადიანი და მოკლევადიანი შემოქმედებითი, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების/ღონისძიებების სისტემატური დაგეგმვა და განხორციელება
  • სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის აქტიური ჩართვა საერთაშორისო საგანმანათლებლო, სამეცნიერო და შემოქმედებით პროგრამებში/პროექტებში
  • კონსერვატორიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა და გამჭვირვალობა
  • აკადემიური/სამეცნიერო პერსონალის, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მობილობით ადამიანებსა და ინსტიტუციებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობას გაძლიერება და ევროპული განზომილების დამკვიდრების ხელშეწყობა თსკ-ში.

 

დაგეგმილი აქტივობები:

  • თსკ აკადემიური, სამეცნიერო და ადმინისტრაციული პერსონალი აქტიური ჩართვა ერთობლივი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების (გრძელვადიანი, მოკლევადიანი, ერთჯერადი) შემუშავებასა და სრულყოფის პროცესში
  • პარტნიორი უცხოური რელევანტური უმაღლესების აკადემიური, სამეცნიერო პერსონალის აქტიური მონაწილეობა საგანმანათლებლო/შემოქმედებითი პროექტების შემუშავებასა და სრულყოფაში
  • სხვადასხვა პროგრამებისა და პროექტების გზით თსკ-ის პროფესორების ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაცია.
  • თსკ სტუდენტების აქტიური მონაწილეობა სხვადასხვა ევროპულ საერთაშორისო ღონისძიებებეში (კონკურსები, წინასწარი შესარჩევი მოსმენები, მასტერკლასები, საზაფხულო სკოლები, ვორქშოფები და ა.შ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ)
  • ინოვაციური ერთობლივი პროექტების განხორციელების უზრუნველყოფა
  • ერთობლივი საერთაშორისო პროექტების ფოკუსირება აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიულ ზრდაზე (ტრენინგები როგორც გრძელვადიანი და მოკლევადიანი პროექტების ფარგლებში),
  • კონსერვატორიის პოზიტიური იმიჯის შექმნის, გამყარების და გამოცდილების გაზიარების მიზნით მონაწილეობა საერთაშორისო ფორუმებში, კონფერენციებში, სემინარენში, სამიტებში, კონგრესებში და ე.წ. WG – სამუშაო ჯგუფებში
  • საერთაშორისო გაერთიანებების ქსელის გაფართოება
  • პარტნიორული ურთიერთობების გაფართოება
  • ერთობლივი საერთაშორისო პროექტების ფოკუსირება საშემსრულებლო სპეციალობებზე და სტაბილური ადგილების მოპოვება წამყვან უცხოურ უმაღლეს სამუსიკო სასწავლებლებში BA და MA საგანმანათლებლო დონეებზე
  • ინსტიტუციურ განვითარება და ახალი ტექნოლოგიური სტუდიის დანერგვა თსკ-ში
  • მსოფლიოში აღიარებული უცხოელი აკადემიური პერსონალის/შემსრულებელების, სააგენტოების, ასოციაციების და საზღვარგარეთ მოღვაწე წარმატებული ქართველი მუსიკოსების, ჩართავა თსკ სასწავლო და შემოქმედებით პეოცესში
  • საქართველოს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის შესაბამისად, თსკ-ში უცხოელ სტუდენტთა პროპორციის გაზრდა და მათთვის ძირითადი სალექციო კურსების ინგლისურ ენაზე უზრუნველყოფა
  • უცხოელი სტუდენტებისათვის “მეურვეობის” სისტემის გაუმჯობესება და დახვეწა მათი უმაღლესში უკეთ ინტეგრაციის მიზნით
  • სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის დაბალანსებულ მობილობაზე ზრუნვა.
  • მობილობის ხელშეწყობა და მასთან დაკავშირებული წინააღმდეგობების დაძლევა
  • პროფესორების და ასოცირებული პროფესორიების ვაკანსიების საერთაშორისო ქსელში განთავსება
  • საერთაშორისო პროექტების საინფორმაციო უზრუნველყოფა (განთავსება ვებ-გვერდზე, რეკლამა მასმედიის საშუალებით)
  • სტუდენტებისათვის სწავლისა და წვრთნის შესაძლებლობისა და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის და მომსახურების ხელმისაწვდომობა.

 

 

 

!!! FAQ on Visa Free Regime

 

 

პარასკევი
15.12
18:00
მცირე დარბაზი
საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი
შაბათი
16.12
18:00
მცირე დარბაზი
თენგიზ ამირეჯიბის 90წლისადმი მიძღვნილი კონცერტი
შაბათი
16.12
19:00
დიდი დარბაზი
სავიოლინო მუსიკის საღამო - გიდონ კრემერი
კვირა
17.12
18:00
მცირე დარბაზი
მუსიკალური ალმანახი - პრეზენტაცია
ორშაბათი
18.12
19:00
დიდი დარბაზი
საორგანო მუსიკის საღამო - რუდოლფ ლუტცი
სამშაბათი
19.12
15:00
მცირე დარბაზი
საშობაო კონცერტი - სიმღერისა და გალობის ბიჭუნათა გუნდი
სამშაბათი
19.12
17:30
მცირე დარბაზი
კამერული სიმღერის და ვოკალური ანსამბლის კონცერტი
სამშაბათი
19.12
19:00
დიდი დარბაზი
საფორტეპიანო მუსიკის საღამო ბორის ბერეზოვსკი