სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტაცია

1.    განცხადება რექტორის სახელზე (დანართი №1, შევსებული, ხელმოწერილი, დასკანერებული pdf);
2.    პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დედანი და ასლი;
3.    აკრედიტებული უმაღლესი აკადემიური სამუსიკო საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული  მუსიკის  მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის და დიპლომის დანართის დედანი და ასლი; / თუ დიპლომი და დანართი ჯერ არაა გაცემული, ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ; / უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარების და მაგისტრის ხარისხთან გათანაბრების დოკუმენტი, გაცემული საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ;

4.    გამოცდების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი (50 ლარი);
5.    ფოტოსურათი (3X4-ზე) ელექტრონული (დისკზე) და ამობეჭდილი სახით (3 ეგზემპლიარი);
6.    ავტობიოგრაფია - CV (
დანართი №2  pdf);

7.    პორტფოლიო (კანდიდატის აქტივობების დამადასტურებელი მასალები, რომელიც ასახავს მის პროფესიულ განვითარებას):
   •    სადოქტორო პროგრამაზე „სამუსიკისმცოდნეო კვლევები“ - სერტიფიკატები,  კონფერენციების პროგრამები, სტატიების       სატიტულო გვერდები და სარჩევი და ა.შ.;
  •    სადოქტორო პროგრამაზე „კომპოზიცია“ - ნაწარმოებების ქრონოლოგიურად დალაგებული ჩამონათვალი, სერტიფიკატები, ჯილდოები, აფიშები, კონცერტების, კონფერენციის პროგრამები, პარტიტურები, სანოტო გამოცემების, სტატიის სატიტულო გვერდები და სარჩევი, აუდიო-ვიდეო მასალა  და ა.შ.;
 •    სადოქტორო პროგრამაზე „საშემსრულებლო ხელოვნება“ - საკონცერტო მოღვაწეობის დამადასტურებელი პროგრამები, აფიშები, ჯილდოები, დიპლომები, სერტიფიკატები, კონცერტების,  კონფერენციის პროგრამები, დისკები და ა.შ.); ორი გამოცდილი მუსიკოსის რეკომენდაცია (საკონცერტმაისტერო დაოსტატების სპეციალობაზე: პიანისტ-კონცერტმაისტერის და ვოკალისტის, ინსტრუმენტალისტის ან დირიჟორის რეკომენდაციები; კამერული ანსამბლის სპეციალობაზე: პიანისტი-ანსამბლისტის და სოლისტის (ფორტეპიანო) ან დირიჟორის რეკომენდაციები; სოლო ფორტეპიანოს სპეციალობაზე: სოლისტის (ფორტეპიანო) და დირიჟორის, კომპოზიტორის ან სხვა ცნობილი მუსიკოს-შემსრულებლის რეკომენდაციები);

8. საგამოცდო დოკუმენტაცია:
 •    სადოქტორო პროგრამაზე „სამუსიკისმცოდნეო კვლევები“  სადისერტაციო კვლევის საპროექტო განაცხადი (დანართი №3 /სამუსიკისმცოდნეო კვლევები/ შევსებული, ხელმოწერილი, დასკანერებული pdf) და დარგის პროფილის შესაბამისი ერთი სტატია/რეფერატი (სამუსიკისმცოდნეო პროფილის ნაშრომში /მოცულობა: 0.5 ნაბეჭდი თაბახი, 7-12 გვერდი/ დასმული პრობლემა არ არის აუცილებელი ორიგინალური და ახალი იყოს. ამ თვალსაზრისით, ნაშრომი შეიძლება ატარებდეს ნაწილობრივ რეფერატულ ხასიათს და არ არის აუცილებელი იყოს გამოქვეყნებული).
 •    სადოქტორო პროგრამაზე „კომპოზიცია“ სადისერტაციო კვლევის საპროექტო განაცხადი (დანართი №3 /კომპოზიცია/, შევსებული, ხელმოწერილი, დასკანერებული pdf) და აპლიკანტის ორი ნაწარმოები: ა) ინსტრუმენტული/ვოკალურ-ინსტრუმენტულ მუსიკის შემთხვევაში აგზავნის პარტიტურების pdf და mp3 ფაილების ფორმატში, ასევე ნაწარმოების ანოტაციის pdf ფაილს; ბ) ელექტრონული მუსიკის შემთხვევაში ჩანაწერს mp3 ფორმატში და ნაწარმოების ანოტაციის pdf ფაილს; მრავალარხიანი ნაწარმოების შემთთხვევაში მრავალარხიანი ფაილიც უნდა იყოს (.aiff ფორმატში) და სტერეო მიქსდაუნიც; გ) აუდიოვიზუალური მუსიკის შემთხვევაში ვიდეოს mp4 ფორმატში და ნაწარმოების ანოტაციის pdf  ფაილს;
 •    სადოქტორო პროგრამაზე „საშემსრულებლო ხელოვნება“  სპეციალობის შემოქმედებით ტურში  მისაღებ გამოცდაზე შესასრულებელი ნაწარმოებების ჩამონათვალი და დისერტაციის გაფართოებული  გეგმა (5-6 გვ.) ელექტრონული და ამობეჭდილი სახით 2 ეგზემპლიარად;

9. არსებობის შემთხვევაში უცხო ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, უცხო ქვეყნის  მოქალაქეებისათვის - ქართული) არანაკლებ B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი - საერთაშორისო აღიარების მქონე, ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული - სერტიფიკატი (დედანი და ასლი). (ამ შემთხვევაში აპლიკანტი თავისუფლდება უცხო ენის გამოცდიდან);
თუ აპლიკანტს არ გააჩნია უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი, მას უტარდება გამოცდა განცხადებაში მითითებულ უცხო ენაში (მოთხოვნა: უცხო ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა).


რეგისტრაცია: სადოქტორო პროგრამაზე ჩაბარების მსურველთათვის აუცილებელია მითითებულ ვადებში დოკუმენტების ელ.ფოსტაზე (doctorate@tsc.edu.ge) გამოაგზავნა და მატერიალური სახით წარდგენა (ორივე ფორმატის რეგისტრაცია სავალდებულოა!)
 
შენიშვნა: დოკუმენტაცია უნდა გამოიგზავნოს ერთი დაარქივებული საქაღალდის სახით. არასრული დოკუმენტაცია არ მიიღება (საბუთები მიღებულად ჩაითვლება, თუ აპლიკანტი ზემოთ აღნიშნული ელექტრონული ფოსტიდან პასუხისმგებელი პირისგან მიიღებს დასტურის წერილს).

გაფრთხილება: გაყალბებული დოკუმენტის აღმოჩენის შემთხვევაში ინფორმაცია გადაეცემა სამართალდამცავ ორგანოებს. შესაბამისად, აპლიკანტი არ დაიშვება გამოცდებზე, ან მისაღები გამოცდების შედეგები ანულირდება, რაც დამოკიდებულია დოკუმენტის სიყალბის დადასტურების დროზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

კონტაქტი:

სასწავლო დეპარტამენტი

ოთახი: 228

ტელ: (+995 32) 2 98 70 27

email: study@tsc.edu.ge

 

მისამართი: 0108, თბილისი,

გრიბოედოვის ქ. 8-10