თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი (დირექტორი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი რუსუდან წურწუმია) დაარსდა 2003 წელს, ტრადიციული მრავალხმიანობის I საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილე ქართველი და უცხოელი მონაწილეების თაოსნობითა და იუნესკოს მხარდაჭერით. ცენტრს ავსტრალიაში აქვს საზღვარგარეთული ბიურო (ხელმძღვანელი მელბურნის უნივერსიტეტის პროფესორი, აქართველი ეთნომუსიკოლოგი, დრ. იოსებ ჟორდანია). გარდა ამისა, ცენტრს ჰყავს საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან მსოფლიოს გამოჩენილი ეთნომუსიკოლოგები. ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი 2003 წლიდან ახორციელებს სხვადასხვა სახის, მათ შორის, საერთაშორისო პროექტებს. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა იუნესკო-სთან, რომელმაც 2003-2006 წლებში ”ქართული პოლიფონიის დაცვისა და განვითარების” სამწლიანი პროგრამა დააფინანსა. ამ პროგრამის ფარგლებში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, მათ შორის, ცენტრი აღიჭურვა თანამედროვე კომპიუტერული აპარატურით, შეიქმნა ვებ-გვერდი (www.polyphony.ge), მონაცემთა ბაზა, ითარგმნა და გამოიცა ქართულ და ინგლისურენოვანი ლიტერატურა, დაარსა ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის ორენოვანი ბიულეტენი და სხვ.

 

გარდა ამისა, ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით 2004, 2006. 2008 და 2010 წლებში ჩაატარა ტრადიციული მრავალხმიანობის II, III, IV და V საერთაშორისო სიმპოზიუმები, 2005-2007 წლებში განახორციელა პროექტები ”ცვილის ლილვაკების კოლექციის გადაწერა ციფრულ მატარებელზე” და ”საქართველოში დაცული ლილვაკების კოლექცია”, რომელთა ფარგლებში ვენის ფონოგრამარქივის სპეციალისტისა და აპარატურის დახმარებით ციფრულ მატარებელზე გადაიტანა 1923-1952 წლებში ფონოგრაფით ცვილის ლილვაკებზე ჩაწერილი ქართული ხალხური სიმღერები, გამოსცა მისი კატალოგი და აუდიომასალა 16 დისკზე. 2008 წელს შვეიცარიის განვითარების ფონდის მხარდაჭერით განაახლა ცენტრის ვებ-გვერდი.

 

ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის საქმიანობა მიმართულია არა მარტო ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენახვაზე, არამედ ქართული ეთნომუსიკოლოგიის ინტეგრაციაზე მსოფლიო მეცნიერებაში. მისი მიზანია მრავალხმიანობით დაინტერესებული მკვლევარების ერთმანეთთან დაკავშირება, ამ სფეროში არსებული სხვადასხვა ენებზე და სხვადასხვა დროს გამოცემული მასალების და ჩანაწერების თავმოყრა და მკვლევარებისა და ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა; მსოფლიო მრავალხმიანობის რუკისა და მონაცემთა ბაზის შექმნა, ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმების ორგანიზება და მათი მოხსენებების კრებულების გამოცემა.

 

მას აქვს ფართო საერთაშორისო კავშირები მსოფლიოს გამოჩენილ ეთნომუსიკოლოგებთან და მრავალხმიანობის კვლევის სამეცნიერო ცენტრებთან.

 

აღსანიშნავია ცენტრის მიერ შემუშავებული საერთაშორისო პროექტი - 2010 წელს ნიუ-იორკის გამომცემლობამ  Nova Science Publishers - მა გამოსცა ინგლისურენოვანი კრებული Echoes from Georgia: Seventeen Arguments on Georgian Polyphony. მასში შესულია უცხოელი დ ქართველი ეთნომუსიკოლოგების 17 ნაშრომი ქართულ მრავალხმიანობაზე. წიგნის რედაქტორები არიან რუსუდან წურწუმია და იოსებ ჟორდანია. წიგნი შეძენა შესაძლებელია Nova Science Publishers -ის ვებგვერდსა და  www.amazon.com - ზე.

 

ცენტრის თანამშრომლები:

მაია კაჭკაჭიშვილი (დირექტორის მოადგილე)
თამაზ გაბისონია                                         
მაკა ხარძიანი
ნინო რაზმაძე

პარასკევი
24.11
19:00
მცირე დარბაზი
ქართული კამერული მუსიკის პანორამა
შაბათი
25.11
18:00
მცირე დარბაზი
პეტრე ამირანაშვილის ხსოვნის საღამო
შაბათი
25.11
19:00
დიდი დარბაზი
თბილისის სახ. კონსერვატორიის სტუდენტური სიმფონიური ორკესტრი
კვირა
26.11
19:00
დიდი დარბაზი
გულიკო კარიაული - 70
სამშაბათი
28.11
18:00
მცირე დარბაზი
კამერული მუსიკის კონცერტი - ეძღვნევა კ.ვარდელის ხსოვნას
ოთხშაბათი
29.11
18:00
მცირე დარბაზი
ლისტის მუსიკის აკადემიის და თბილისის სახ. კონსერვატორიის პრო
ხუთშაბათი
30.11
19:30
მცირე დარბაზი
საფორტეპიანო მუსიკის საღამო - ალექსანდრე ცომაია