ჩვენ შესახებ


კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიაში სწავლობენ განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით გამორჩეული ბავშვები. სპეციალურად მათთვის, სემინარიის შენობაში, გახსნილია განათლების სისტემის სტანდარტების შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა ა.(ა).ი.პ "ჩვენი სკოლა".


მიზანი


კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიის მიზანია განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა, განვითარება და მათი პროფესიული ორიენტაცია ადრეული ასაკიდან.


განყოფილებები

 

სემინარიაში ბავშვები სწავლობენ საფორტეპიანო, საორკესტრო (სიმებიანი, ჩასაბერი, დასარტყამი ინსტრუმენტები) და თეორიულ სპეციალობებზე.  

 

   

 

სწავლება


სამუსიკო სემინარიაში ბავშვები ეუფლებიან კლასიკური მუსიკის სხვადასხვა მიმართულებებს, საშემსრულებლო ოსტატობის და ანალიტიკური აზროვნების უნარ-ჩვევებს. სწავლის პერიოდში ისინი ეზიარებიან ჭეშმარიტ სამუსიკო ხელოვნებას, რაც აყალიბებს მათ გემოვნებას და მოსმენის კულტურას.

ყოველი სემესტრის მიწურულს სემინარია ატარებს საჩვენებელ კონცერტებს კონსერვატორიის მცირე ან/და დიდ საკონცერტო დარბაზებში.


სემინარიის მოსწავლეებმა თავი გამოიჩინეს რესპუბლიკურ, თუ სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებში წარმატებული გამოსვლებით. ჩვენ უკვე გვყავს გრან-პრის მფლობელები და ლაურეატები.

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში ა.(ა).ი.პ „ჩვენი სკოლა“ ყველა საგანი ისწავლება განათლების ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტების შესაბამისად. სკოლაში ბავშვები I კლასიდან სწავლობენ ინგლისურ, ხოლო IV კლასიდან დამატებით რუსულ ენას.


ბავშვები სისტემატურად იღებენ მონაწილეობას ჰუმანიტარული, ტექნიკური თუ საბუნებისმეტყველო საგნებისადმი მიძღვნილ ოლიმპიადებში.

სკოლის თითოეულ კლასში 12 - 14 მოსწავლეა.

სწვლება სემინარიასა და სკოლაში ურთიერთთავსებადი ცხრილით ხორციელდება, რაც ზოგავს ბავშვების დროს და ხელს უწყობს უკეთესი შედეგის მიღწევას. ასეთ პრაქტიკაზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი განაპირობებს იმ საბაზისო ცოდნისა და უნარ - ჩვევების გამომუშავებას, რაც უზრუნველყოფს ჩვენი კურსდამთავრებულის კონსერვატორიასა, ან სხვა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას.

სამუსიკო სემინარიაში სწავლა უფასოა, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სწავლის საფასური წელიწადში 1800 ლარია (კვებისა და გახანგრძლივებული დღის მომსახურების გარეშე).

 

გარემო

 

სამუსიკო სემინარია და "ჩვენი სკოლა" განთავსებულია კეთილმოწყობილ, სამსართულიან შენობაში, გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩაზე. სემინარიას აქვს დიდი და მცირე საკონცერტო დარბაზი, რომელშიც ტარდება დახურული და ღია კონცერტები, მუსიკალური და ზოგადი საგნებისადმი მიძღვნილი პრეზენტაციები, თემატური საღამოები, შეხვედრა-კონცერტები, კონსერვატორიის პედაგოგებისა და უცხოელი მუსიკოსების მასტერკლასები.


სემინარიას ასევე აქვს მდიდარი ბიბლიოთეკა, ვიდეო და აუდიოთეკა - კონცერტების, საოპერო დადგმების უნიკალური ჩანაწერებით.


სკოლაში ფუნქციონირებს გახანგრძლივებული დღის კლასები და სასადილო.

 

პროექტი "პანსიონი"

 

2012 სასწავლო წლიდან საქართველოს მთავრობის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობითა და ფინანსური მხარდაჭერით სემინარიაში ამოქმედდა პროექტი "პანსიონი", რომელიც განსაკუთრებული მოვლენაა ჩვენი ქვეყნისათვის. პროექტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან საგანგებოდ შეირჩა განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭის მქონე 10 ბავშვი. მათ მიეცათ მუსიკალური და ზოგადი განათლების უფასოდ მიღების შესაძლებლობა თბილისში. ბავშვები ცხოვრობენ საგანგებოდ შერჩეულ ოჯახებში. მათი მოვლისა და კვების ხარჯებს  სახელმწიფო ანაზღაურებს.

 

 

მისამართი:

 

გიორგი ჩუბინაშვილის (ყოფილი ორჯონიკიძის) ქუჩა №42
ტელ: 294 25 40 / 295 30 53

პარასკევი
24.11
19:00
მცირე დარბაზი
ქართული კამერული მუსიკის პანორამა
შაბათი
25.11
18:00
მცირე დარბაზი
პეტრე ამირანაშვილის ხსოვნის საღამო
შაბათი
25.11
19:00
დიდი დარბაზი
თბილისის სახ. კონსერვატორიის სტუდენტური სიმფონიური ორკესტრი
კვირა
26.11
19:00
დიდი დარბაზი
გულიკო კარიაული - 70
სამშაბათი
28.11
18:00
მცირე დარბაზი
კამერული მუსიკის კონცერტი - ეძღვნევა კ.ვარდელის ხსოვნას
ოთხშაბათი
29.11
18:00
მცირე დარბაზი
ლისტის მუსიკის აკადემიის და თბილისის სახ. კონსერვატორიის პრო
ხუთშაბათი
30.11
19:30
მცირე დარბაზი
საფორტეპიანო მუსიკის საღამო - ალექსანდრე ცომაია