საქართველოს მოქალაქეობის მქონე სადოქტორო პროგრამებზე ჩაბარების მსურველებმაუნდა  შემოიტანონ  შემდეგი საბუთები:


•    განცხადება რექტორის სახელზე (ფორმა ივსება ადგილზე);

•    საქართველოს მოქალაქის  პირადობის  დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

•    განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);

•    3  ფოტოსურათი  (ზომით 3X4);

•    მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) უმაღლესი აკადემიური სამუსიკო განათლების დამადასტურებელი დიპლომი და დიპლომის დანართი (დედანი);

•    იმ პირმა, ვინც საზღვარგარეთ მიიღო განათლება, დამატებით უნდა წარმოადგინოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი მიღებული განათლების აღიარების თაობაზე;

•    გამოცდების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი (50 ლარი);

•    სავარაუდო ხელმძღვანელის / ხელმძღვანელების წერილობითი თანხმობა;

•    რეფერატი დისერტაციის თემაზე (10-12 გვ.) - მათთვის, ვინც აბარებს სამუსიკისმცოდნეო კვლევების სადოქტორო პროგრამაზე;  დისერტაციის გაფართოებული  გეგმა (5-6 გვ.) - მათთვის, ვინც აბარებს საშემსრულებლო ხელოვნებისა და კომპოზიციის სადოქტორო პროგრამებზე; (ელექტრონული  და ამობეჭდილი  სახით 2 ეგზემპლიარი);

•    საშემსრულებლო  ხელოვნების სადოქტორო პროგრამაზე სპეციალობის შემოქმედებით ტურში  მისაღებ გამოცდაზე შესასრულებელი ნაწარმოებების ჩამონათვალი; საკონცერტო მოღვაწეობის დამადასტურებელი საბუთები (პროგრამები, აფიშები, ჯილდოები, დიპლომები, პრესა და ა.შ.).

•    საშემსრულებლო ხელოვნების სადოქტორო პროგრამაზე სპეციალობიდან გამომდინარე, ორი გამოცდილი მუსიკოსის რეკომენდაცია. საკონცერტმაისტერო დაოსტატების სპეციალობაზე: პიანისტი-კონცერტმაისტერისა და ვოკალისტის, ინსტრუმენტალისტის ან დირიჟორის რეკომენდაციები; კამერული ანსამბლის სპეციალობაზე: პიანისტი-ანსამბლისტისა და სოლისტის (ფორტეპიანო) ან დირიჟორის რეკომენდაციები; სოლო ფორტეპიანოს სპეციალობაზე: სოლისტისა (ფორტეპიანო) და დირიჟორის, კომპოზიტორის ან სხვა ცნობილი მუსიკოს-შემსრულებლის რეკომენდაციები;

•    კომპოზიციის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შექმნილი ნაწარმოებების ნუსხა; განსხვავებული შემადგენლობის სხვადასხვა ჟანრის (მათ შორის ერთ-ერთი დიდი ფორმის - ოპერა, ბალეტი, კანტატა, ორატორია, ინსტრუმენტული ან საორკესტრო კონცერტი და ა.შ. - არანაკლებ 15 წუთისა, რომელიც არ უნდა იყოს შეფასებული სწავლის პროცესში) ნაწარმოებების პარტიტურები (არანაკლებ 5 ნაწარმოები); ნაწარმოებები უნდა იყოს აკრეფილი ერთ-ერთ კომპიუტერულ პროგრამაში (Finale/Sibelius) და წარმოდგენილი როგორც ამობეჭდილი, ასევე აუდიო/ვიდეო ჩანაწერების სახით.

•    არსებობის შემთხვევაში უცხო ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, იტალიური, რუსული) B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო აღიარების მქონე სერტიფიკატი; ამ შემთხვევაში აპლიკანტი თავისუფლდება უცხო ენის გამოცდიდან. (თუ აპლიკანტის მშობლიური ენა არ არის ქართული, მან უნდა წარმოადგინოს ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

 


პარასკევი
20.04
18:00
მცირე დარბაზი
სამუსიკო სემინარიის მოსწავლეთა კონცერტი
შაბათი
21.04
15:00
მცირე დარბაზი
ჩასაბერ და დასარტყამ საკრავთა მიმართულების კლასის კონცერტი
შაბათი
21.04
18:00
მცირე დარბაზი
საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი - ანა ფალავანდიშვილი
შაბათი
21.04
19:00
დიდი დარბაზი
Drum School & Georgian Marching Band
კვირა
22.04
15:00
მცირე დარბაზი
ნიკოლოზ ბარათაშვილი და ვოკალური მუსიკა
კვირა
22.04
19:00
დიდი დარბაზი
ქართული ტრადიციული მუსიკის კონცერტი
კვირა
22.04
19:00
მცირე დარბაზი
საქართველოს ახალგაზრფული სიმებიანი კვარტეტი
ორშაბათი
23.04
18:00
მცირე დარბაზი
ვოკალური მუსიკის კონცერტი