მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!!!

 

 

 

სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ცხადდება გარე და შიდა მობილობის წესით სტუდენტთა მიღება.


მობილობის უფლებას მოიპოვებს აქტიური / შეჩერებული / შეწყვეტილი (არაუმეტეს 12 თვისა) სტატუსის მქონე სტუდენტი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების ერთი წლის შემდეგ;

გარე  მობილობის  მსურველ  სტუდენტთათვის აუცილებელია სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე (students.emis.ge) 31 ივლისის 12:00 საათიდან 21 აგვისტოს 18:00 სთ-მდე დარეგისტრირება. შედეგები ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნდება 26 აგვისტოს.

 

შიდა მობილობის მსურველ სტუდენტებს ელ.პორტალზე რეგისტრაცია არ ესაჭიროებათ!


გარე და შიდა მობილობის  შიდასაკონსერვატორიო  ვადები:

    1. დოკუმენტების გაგზავნა ელ.ფოსტაზე  study@tsc.edu.ge  – 27 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით (თბილისის დროით 18:00 საათამდე);  
    2. დოკუმენტების წარდგენა  სამდივნოში (№230) –  2 სექტემბერი; 
    3. შემოქმედებითი ტურების/გასაუბრების განრიგის გამოცხადება  – 2 სექტემბერი;
    4. შემოქმედებითი ტურების / გასაუბრების ჩატარება  –  3-5 სექტემბერი;
    5. კრედიტების აღიარება  –  6 სექტემბერი;
    6. სტუდენტებისთვის აღიარებული კრედიტების გაცნობა  –  6-9 სექტემბერი;
    7. ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის რეესტრში ელექტრონულად ასახვა – 9-11 სექტემბერი.

 

გარე და შიდა მობილობის ფარგლებში მისაღები ადგილების რაოდენობა.

მობილობის მსურველი სტუდენტების მიერ წარსადგენი დოკუმენტები.

 


საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: (+995 322) 987 027(+995 555) 41 20 71  /12:00-დან 18:00 საათამდე
ელ-ფოსტა: study@tsc.edu.ge
მისამართი: 0108, თბილისი, გრიბოედოვის ქ. № 8-10

 

 

 

 

 

 

 

კონტაქტი:

სასწავლო დეპარტამენტი

ოთახი: 228

ტელ: (+995 32) 2 98 70 27

email: study@tsc.edu.ge

 

მისამართი: 0108, თბილისი,

გრიბოედოვის ქ. 8-10