ქართულ ენაში მომზადების პროგრამა

პროგრამის მოცულობა: 60 კრედიტი

პროგრამის ხელმძღვანელი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მანანა ტაბიძე

სწავლების ენა: ქართული

პროგრამის მოცულობა: 60 კრედიტი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: არ ითვალისწინებს კვალიფიკაციის მინიჭებას.შესაბამისი კრედიტების დაგროვების შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი.

 

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი:

2009 წლის ნოემბერში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა უმცირესობათა პრობლემების გათვალისწინებით. კერძოდ, არაქართულენოვანი სკოლის კურსდამთავრებულები აბარებენ გამოცდას მხოლოდ ზოგად უნარებში, მათთვის ცალკე კვოტები გამოიყოფა უმაღლეს სასწავლებლებში და უმაღლესი სასწავლებლის პირველ კურსზე ისინი შეისწავლიან სახელმწიფო ენას (ქართულს), როგორც მეორე ენას 60 კრედიტის ფარგლებში. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს არაქართულენოვანი მოქალაქეების ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციას. მოსამზადებელი საფეხურის გავლის შემდეგ მათ უნდა შეეძლოთ უმაღლეს სასწავლებლებში ქართულ ენაზე სწავლის გაგრძელება; სხვადასხვა ტიპის ტექსტების გაგება და შექმნა; ამ პროგრამის მეშვეობით ისინი გარკვეულ დონეზე (პროგრამული თემატიკის შესაბამისად) გაეცნობიან ქართულ ენობრივ – კულტურულ ღირებულებებს.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ბმული

 

 


კონტაქტი:

სასწავლო დეპარტამენტი

ოთახი: 228

ტელ: (+995 32) 2 98 70 27

email: study@tsc.edu.ge

 

მისამართი: 0108, თბილისი,

გრიბოედოვის ქ. 8-10