თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია 2019-2020 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის აცხადებს მიღებას სადოქტორო პროგრამებზე:


საშემსრულებლო ხელოვნება.   სპეციალობები: კლავიშიანი საკრავები (1 ადგილი), აკადემიური გუნდის დირიჟორობა (1 ადგილი), საორკესტრო სიმებიანი საკრავები - ვიოლინო (1 ადგილი),  საორკესტრო ჩასაბერი საკრავები - ფლეიტა (1 ადგილი), საორკესტრო ჩასაბერი საკრავები - კლარნეტი (1 ადგილი).
სამუსიკისმცოდნეო კვლევები. სპეციალობები: მუსიკის თეორია (1 ადგილი), მუსიკის ისტორია (1 ადგილი), ეთნომუსიკოლოგია (1 ადგილი),  საეკლესიო  მუსიკოლოგია (1 ადგილი), საშემსრულებლო ხელოვნების ისტორია და თეორია (1 ადგილი).

სწავლების ენა - ქართული;
სწავლების ხანგრძლივობა - 3 წელი (6 სემესტრი, 180 ECTS);
სწავლის საფასური - 1 წელი 3 200 ლარი.


შემოქმედებითი ტურების ჩატარების განრიგი:
•    რეგისტრაცია – დოკუმენტების გამოგზავნა ელ.ფოსტაზე (doctorate@tsc.edu.ge) – 2020 წლის 16 იანვრიდან 22 იანვრის ჩათვლით (ელ. რეგისტრაცია სავალდებულოა);
•    დოკუმენტების მატერიალური სახით წარმოდგენა – 23 იანვარი (12:00-15:00 სთ., ოთახი №226);
•    შემოქმედებითი ტურების განრიგის გამოცხადება – 2020 წლის 24 იანვარი;
•    შემოქმედებითი ტურების ჩატარების პერიოდი – 2020 წლის 27 იანვრიდან 01 თებერვლის ჩათვლით;

 

რეგისტრაციისთვის გამოსაგზავნი და წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა იხ. კონსერვატორიის ვებ-გვერდზე.

 

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: (+995 32) 2 987 188,  (+995 595) 033 271
ელ-ფოსტა: doctorate@tsc.edu.ge
მისამართი: 0108, თბილისი, გრიბოედოვის ქ. № 8-10, ოთახი №226.

კონტაქტი:

სასწავლო დეპარტამენტი

ოთახი: 228

ტელ: (+995 32) 2 98 70 27

email: study@tsc.edu.ge

 

მისამართი: 0108, თბილისი,

გრიბოედოვის ქ. 8-10