ელისო ბოლქვაძიას საქველმოქმედო ფონდი „ლირა“ ახალგაზრდა პიანისტებისთვის პრემიებს აწესებს.
წელს პირველად შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი BBSMAF ფონდი „ლირა“ პიანისტებისტებისთვის, ორ ასაკობრივ კატეგორიაში აწესებს პრემიებს. 3000 ლარი -A კატეგორია/10 -15 ასაკის პიანისტები 5000 ლარი – B კატეგორია/ 16 – 26 ასაკის პიანისტები თავისუფალი პროგრამა შედგება ერთი ტურისგან, მოსმენები ჩატარდება 12 – 14 სექტემბერს, ბათუმის მუსიკალური ცენტრის დიდ საკონცერტო დარბაზში 14:00 საათიდან. კონკურსანტების გამოსვლის თანმიმდევრობა განისაზღვრება კენჭისყრის პრინციპით, 11 სექტემბერს. 15:00 საათზე, მუსიკალური ცენტრის ფოიეში. (მისამართი: ოდისეი დიმიტრიადის ქუჩა 1). სარეგისტრაციო ბმული: https://shorturl.at/Ccunw
ბათუმის შავი ზღვის ხელოვნებისა და მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა საქართველოში, რომელსაც წელს მეცხრედ მიენიჭა UNESCO-ს მაღალი პატრონაჟით და მიმდინარეობს საქართველოს სახელმწიფოს მხარდაჭერით.