საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობა – 4 წელი (8 სემესტრი)
კრედიტები – 240 ECTS
“მუსიკა და დღევანდელობის” პროგრამის სპეციალობებზე “მუსიკის ტექნოლოგია” და “მუსიკის ჟურნალისტიკა” არ ბარდება შემოქმედებითი ტური, აბიტურიენტი ჩაირიცხება მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე.
აბიტურიენტი უნდა ფლობდეს სპეციფიკურ სამუსიკო უნარებს (მუსიკალური სმენა, რიტმის გრძნობა) და სასურველია ჰქონდეს ცოდნა მუსიკის ელემენტარულ თეორიაში.
ბაკალავრიატში მისაღებ გამოცდებზე დაიშვებიან სრული ზოგადი განათლების მქონე ის აბიტურიენტები, რომელთაც რეგისტრაცია გაიარეს გამოცდების ეროვნულ ცენტრში
2021-2022 სასწავლო წლისათვის მისაღები ადგილების რაოდენობა:
ფასიანი 5
აბიტურიენტი რეგისტრაციას გადის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადების შემდეგ, პირველი სემესტრის დაწყებამდე!
საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის საფასური შეადგენს (1 წელი) – 2250 ლარს.
მინიმალური შენატანი შეადგენს წლიური ღირებულების ნახევარს.
სწავლის საფასური უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეადგენს – 4000 ევროს.
კონტაქტი:
სტუდენტთა მიღებისა და რეესტრის მართვის დეპარტამენტი
ოთახი: 227
ტელ:(+995 32) 2 995 194
email: admission@tsc.edu.ge
მისამართი: 0108, თბილისი,გრიბოედოვის ქ. 8-10