კატეგორიები
- გამოცემები (2)
- კონკურსი (15)
- კონფერენცია (39)
- კონცერტი (2)
- სწავლა (11)
- სხვა (21)
2021 წლის 12 – 16 აპრილს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გაიმართება ვოკალისტთა საერთაშორისო ონლაინ კონკურსი Online International Competition of Young Musicians Zagreb 2021
მონაწილეობის მიღება შეუძლია:
1. ყველა ხმის კატეგორიის და ყველა აკადემიურ საფეხურზე მდგომ ვოკალისტს (როგორც პროფესიონალს, ასევე, უმაღლესი სამუსიკო სასწავლებლის ან მოსამზადებელი საფეხურის სტუდენტს);
2. კამერულ ჯგუფებს ფორტეპიანოს თანხლებით, საოპერო დუეტებს ან ანსამბლებს ფორტეპიანოს თანხლებით (როგორც პროფესიონალებს, ასევე, სტუდენტებს).
განცხადებები შესაბამისი დოკუმენტაციით და ჩანაწერებითურთ მიიღება 2021 წლის 10 აპრილამდე.
სარეგისტრაციო გადასახადი განისაზღვრება 35 დან 60 ევრომდე (კატეგორიიდან გამომდინარე).
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.