ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია აცხადებს შესარჩევ კონკურსს ფორტეპიანოების ინჟინრების გადასამზადებლად:
კანდიდატს უნდა გააჩნდეს ქვემოთ ჩამოთვლილი უნარ-ჩვევები :
ფორტეპიანოზე დაკვრის ცოდნა ;
მუსიკალური განათლება ჩაითვლება უპირატესობად ;
ფორტეპიანოს მექანიზმის ცოდნა ;
ბგერის შესამოწმებლად აბსოლუტური სმენა ;
ფორტეპიანოს შესაკეთებლი ხელსაწყოების ცოდნა ;
ინგლისური ენის ცოდნა.
ივნისში სტეინვეის ჰამბურგის ქარხნიდან თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფი ინჟინერი შეარჩევს ჯამში სამ კანდიდატს, რომლებიც ორ კვირიან ტრეინინგს გაივლიან და კვალიფიკაციას აიმაღლებენ სტეინვეის ჰამბურგის ქარხანაში – 21.08.23-02.09.23 პერიოდში;
გადამზადებული კანდიდატები მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში ითანამშრომლებენ თბილისის კონსერვატოირასთან და საჭიროების შემთხვევაში გაუზიარებენ სხვა დაინტერესებულ პირებს მიღებულ ცოდნას.
მოთხოვნილი დოკუმენტაცია:
1. CV;
2. პირადობის მოწმობა;
3. მოტივაციის წერილი;
4. სამუსიკო განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის
შემთხვევაში);
5. უცხო ენის (ინგლისური ან/და გერმანული) ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი).
დოკუმენტაცია უნდა გადმოიგზავნოს ელექტრონულად შემდეგ ელ ფოსტაზე:
rectorsoffice@tsc.edu.ge არაუგვიანეს 2023 წლის 1 ივნისისა.