ქართული მრავალხმიანი მუსიკის კვლევაში,საზღვარგარეთ ქართული მრავალხმიანი მუსიკისა და მსოფლიო მრავალხმიანი მუსიკის რუკაზე საქართველოს პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო ცენტრის დირექტორს, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორს, თბილისის კონსერვატორიის ემერიტუსს ქალბატონ რუსუდან წურწუმიას პრეზიდენტის განკარგულებით თამარ მეფის ჯილდო გადაეცა. ვულოცავთ ქალბატონ რუსუდანს ამ დიდ აღიარებას.