სწავლების ფორმა – დღის დასწრებული
საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობა – 4 წელი (8 სემესტრი)
კრედიტები – 240 ECTS
გამოცდები ტარდება ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში, ორ ეტაპად:
პირველი ეტაპი – ჩატარდება კონსერვატორიაში შემოქმედებითი ტურების სახით (შემოქმედებითი ტურების ჩატარების განრიგი გამოქვეყნდება საბუთების მიღების დამთავრების შემდეგ).;
მეორე ეტაპი – ჩატარდება საგამოცდო ცენტრებში.
ბაკალავრიატში მისაღებ გამოცდებზე დაიშვებიან სრული ზოგადი განათლების მქონე ის აბიტურიენტები, რომელთაც რეგისტრაცია გაიარეს გამოცდების ეროვნულ ცენტრში
გაეცანით საფორტეპიანო მიმართულების საბაკალავრო პროგრამის მისაღებ მოთხოვნებს
გადმოსაწერი ბმული
აბიტურიენტმა რეგისტრაციისას უნდა შემოიტანოს შემდეგი საბუთები:
რეგიტრაციისას გასათვალისწინებელი რჩევები!
● დოკუმენტების გამოგზავნისას წერილში მითითებული უნდა იყოს აბიტურიენტის სახელი და გვარი, სპეციალობა და ინსტრუმენტი
● დოკუმენტები უნდა გამოიგზავნოს დასკანირებული სახით
● ყველა დოკუმენტი უნდა აიტვირთოს ერთ წერილში
● თითოეული ფაილი დასათაურდეს ქვემოთ მოყვანილი პრინციპის შესაბამისად
ფაილის დასათაურების პრინციპი:
სახელი და გვარი- დოკუმენტის სახელი (ფორმა / პირადობა / ფოტო / ქვითარი)
მაგალითად:
გივი ანდრონიკაშვილი – ფორმა
გივი ანდრონიკაშვილი – პირადობა
გივი ანდრონიკაშვილი – ფოტო
გივი ანდრონიკაშვილი – ქვითარი
შენიშვნა: დოკუმენტებში აღმოჩენილი ხარვეზების შემთხვევაში გეცნობებათ წერილობით, ხარვეზის გამოსასწორებლად გექნებათ 24 სთ.
სასწავლო დეპარტამენტი
ტელ: (+995 32) 2 98 70 27
(+995 555) 59 07 75
(+995 555) 41 20 71
email: registration@tsc.edu.ge