საშემსრულებლო ხელოვნება – სპეციალობები: კლავიშიანი საკრავები, საორკესტრო სიმებიანი საკრავები (ვიოლინო, ალტი, ჩელო, კონტრაბასი), საორკესტრო ჩასაბერი და დასარტყამი საკრავები (ფლეიტა, ჰობოი, კლარნეტი, ფაგოტი, ვალტორნა, საყვირი, ტრომბონი, ტუბა, დასარტყამი საკრავები), სოლო აკადემიური სიმღერა (ქალები, ვაჟები), აკადემიური გუნდის დირიჟორობა.
ჯაზის ხელოვნება
კომპოზიცია
მუსიკის თეორია
მუსიკა და დღევანდელობა სპეციალობები: მუსიკის ტექნოლოგია, მუსიკის ჟურნალისტიკა.
(პროგრამაზე “მუსიკა და დღევანდელობა” აბიტურიენტთა ჩარიცხვა ხორციელდება მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე; არ მოეთხოვებათ შემოქმედებითი ტურის ჩაბარება და ქვემოთ მოცემულ ვადებში რეგისტრაციის გავლა).
რეგისტრაცია: 10 მაისიდან 23 მაისის ჩათვლით აბიტურიენტებმა დოკუმენტები უნდა გამოაგზავნონ ელ.ფოსტაზე registration@tsc.edu.ge
რეგისტრაციისას გამოსაგზავნი საბუთების ნუსხა განთავსებულია – ბმულზე
(იმ შემთხვევაში თუ გსურთ კონსერვატორიამ უზრუნველგყოთ კონცერტმაისტერით, გთხოვთ წერილობით გვაცნობოთ რეგისტრაციის დროს)
შემოქმედებითი ტურები ჩატარდება 07 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით
იხ. სრული განრიგი
შენიშვნა: შემოქმედებით ტურებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია (რეპეტიცია, კონსულტაცია, ცხრილი და სხვ.) განთავსდება რეგისტრაციის შემდგომ.
(სპეციალობის გამოცდაზე შემოქმედებით ტურში მონაწილე აბიტურიენტთა რიგითობა განისაზღვრება ანბანური პრინციპით, სოლო აკადემიური სიმღერის სპეციალობის აბიტურიენტებისთვის კი კონსერტმაისტერთა ანბანური პრინციპით).
კონტაქტი:
სასწავლო დეპარტამენტი, ოთახი: 228
ტელ: (+995 32) 2 98 70 27 ,(+995 555) 590 775 /10:00-დან 19:00 საათამდე/
შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე: study@tsc.edu.ge
სარეგისტრაციო დოკუმენტები /მითითებულ პერიოდში/ გამოაგზავნეთ: registration@tsc.edu.ge
მისამართი: 0108, თბილისი,გრიბოედოვის ქ. 8-10