2024 წლის 22 ნოემბერს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის თეორიის მიმართულება ატარებს რესპუბლიკურ სამეცნიერო კონფერენციას „მუსიკის თეორიისა და კომპოზიციის აქტუალური პრობლემები“ რომელიც ეძღვნება პროფ. ქეთევან თუმანიშვილის დაბადებიდან 105 წლისთავს
2024 წელს აღინიშნება გამოჩენილი ქართველი მუსიკისმცოდნის, მეცნიერისა და კომპოზიტორის – პროფ. ქეთევან თუმანიშვილის დაბადებიდან 105 წლისთავი. ქ. თუმანიშვილი ათწლეულები მუშაობდა თბილისის სახელმწიფო
კონსერვატორიაში, ხელმძღვანელობდა მუსიკის თეორიის კათედრას. მეცნიერის კვლევითი ინტერესები ფოკუსირებული იყო ქართული პროფესიული და ხალხური მუსიკის თეორიის საკითხებზე, დაწერილი აქვს არაერთი
მნიშვნელოვანი ნაშრომი მუსიკალური ნაწარმოებების ანალიზის პრობლემატიკაზე. ქ. თუმანიშვილის მოღვაწეობის მეორე, მნიშვნელოვანი მხარე უკავშირდება საკომპოზიტორო შემოქმედებას. სხვადასხვა წლებში მას შექმნილი
აქვს კონცერტები, სიმფონიური თუ კამერულ-ინსტრუმენტული ჟანრის ქმნილებები, ნაწარმოებები მუსიკალური თეატრისთვის.
ქეთევან თუმანიშვილის მრავალფეროვანი შემოქმედებიდან გამომდინარე, კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები შეიძლება ეხებოდეს როგორც მუსიკის თეორიის, ისე კომპოზიციის სფეროსთან დაკავშირებულ ფართო პრობლემატიკას. კონფერენცია ჩატარდება ჰიბრიდულ რეჟიმში – მონაწილეობა შესაძლებელია
როგორც პირისპირ, ისე ონლაინ რეჟიმში. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ზრდასრულ მკვლევრებს, ისე სტუდენტებს.
შევსებული სარეგისტრაციო განაცხადის ფორმა მომხსენებელმა უნდა გამოაგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: science@tsc.edu.ge გამოგზავნისას SUBJCET ველში მიუთითეთ: „მუსიკის თეორიისა და კომპოზიციის აქტუალური პრობლემები“.
დამატებითი მოთხოვნები:
თეზისები: არაუმეტეს 300 სიტყვისა, CV – არაუმეტეს 100 სიტყვისა;
ტექსტის გაფორმება: შრიფტი – Sylfaen,ზომა – 12, დაშორება – 1,5.
მოხსენების ხანგრძლივობა: 30 წთ. (20 წთ. – პრეზენტაციისთვის, 10 წთ. –
დისკუსიისთვის);
მოხსენება არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან წაკითხული სხვა სამეცნიერო
ღონისძიებაზე.
მნიშვნელოვანი თარიღები:
2024 წლის 20 ოქტომბერი – სარეგისტრაციო განაცხადის ფორმის გამოგზავნის
ბოლო ვადა;
1 ნოემბერი – ინფორმაციის აპლიკანტის კონფერენციაზე დაშვების შესახებ.
კონფერენციაზე წარმოდგენილი რჩეული მოხსენებების სრული ტექსტი დაიბეჭდება კონსერვატორიის სამეცნიერო ელექტრონულ ჟურნალში „მუსიკოლოგია და კულტუროლოგია“
კონფერენციის ორგანიზატორები:
მუსიკის თეორიის მიმართულება
პროფ. მარიკა ნადარეიშვილი
ელ. ფოსტა: marika.nadareishvili@tsc.edu.ge
თსკ კვლევის კოორდინაციის დეპარტამენტი
ასოც. პროფ. მაია სიგუა
ელ. ფოსტა: science@tsc.edu.ge