2022 წლის 30 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით პროექტის „Raising Research Capacity of Georgian HEIs through Developing R&D Units / HERD“ (დაფინანსებულია Erasmus +K2 პროგრამით) ფარგლებში შედგა საქართველოს 12 უნივერსიტეტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლების ვიზიტი კლერმონ ოვერნის უნივერსიტეტში (კლერმონ-ფერანი, საფრანგეთი).
სამუშაო შეხვედრების ფარგლებში პროექტის მონაწილეები ეწვიენ ე.წ. ტექნიკურ პლატფორმებს, სადაც უშუალოდ გაეცნენ ლაბორატორიების საქმიანობას, კერძო და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის მიმართულებებს, თავისებურებებს და ამ თანამშრომლობის როლს კვლევითი პოტენციალის გაძლიერების საქმეში. ასევე ესტუმრნენ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას და ჰქონდათ საშუალება ემუშავათ სამეცნიერო ელექტრონულ ბაზებზე.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიიდან ვიზიტს ესწრებოდა ხარისხის სამსახურის კონსულტანტი ანა ჟორჟოლიანი.