2024-2025 ს.წ. შემოდგომის სემესტრის მობილობა
სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის გარე მობილობა გამოცხადებულია საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე „საშემსრულებლო ხელოვნება“ (კლავიშიანი საკრავები, სოლო აკადემიური სიმღერა, აკადემიური გუნდის დირიჟორობა) და „მუსიკის ტექნოლოგია“.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ველში მობილობა 2024-2025
გარე მობილობა გულისხმობს ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლას. გარე მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის აუცილებელია სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე (students.emis.ge) დარეგისტრირება.
შიდა მობილობა გულისხმობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შიგნით ერთი საგანმანათლებლო პროგრამიდან/სპეციალობიდან სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალობაზე გადასვლას. შიდა მობილობის მსურველ სტუდენტებს ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია არ ესაჭიროებათ.
მობილობის პროცესს არეგულირებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესი“ და “სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში მობილობის ფარგლებში ჩარიცხვის წესი“. სტუდენტთა მობილობის პროცესის ადმინისტრირებას უწევს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.
მობილობის უფლება აქვს პირს, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა და სწავლობდა არანაკლებ ერთი წლის (ორი აქტიური სემესტრის) განმავლობაში; ამ პერიოდში არ შედის ის დრო, როდესაც პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი;
შეჩერებული სტატუსის მქონე სტუდენტი უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობით. სტუდენტს შეჩერებული სტატუსი შესაძლებელია ქონდეს ჯამში 5 წლის განმავლობაში. მობილობის უფლება აქვს ასევე სტუდენტს სტატუსის შეწყვეტიდან 12 თვის განმავლობაში.
მობილობის პროცედურა
საქართველოს სხვა უსდ-დან კონსერვატორიაში გადმოსვლის მსურველი პირი ვალდებულია:
ა) გაიაროს შიდასაკონსერვატორიო რეგისტრაციის პირველი ეტაპი;
ბ) გაიაროს კონსერვატორიის შესარჩევი კონკურსი (შემოქმედებითი ტური/გამოცდა);
გ) გაიაროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელ.პორტალზე https://students.emis.ge/ რეგისტრაცია,
დ) გაეცნოს მობილობის შედეგებს ელ.პორტალზე პირად სარეგისტრაციო ფანჯარაში და დადებითი
პასუხის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მომართოს კონსერვატორიას რეგისტრაციის მეორე ეტაპის გასავლელად;
ე) გაეცნოს კონსერვატორიის მიერ აღიარებული კრედიტების რაოდენობას და წერილობითი განცხადებით დაადასტუროს თანხმობა ან უარი.
*პროგრამაზე „მუსიკის ტექნოლოგია“ „ა“ და „ბ“ პუნქტების შესრულება საჭიროა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელ.პორტალზე https://students.emis.ge/ რეგისტრაციიის შემდეგ!
შენიშვნა: ერთსა და იმავე საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალობაზე ერთდროულად მობილობისა
(შემოდგომის სემესტრი) და ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის შემთხვევაში აპლიკანტი კონკურსს (შემოქმედებითი
ტური/გამოცდა) გაივლის ერთხელ; აპლიკანტის ჩარიცხვა მოხდება მის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტით.
საბუთების ნუსხა და რეგისტრაცია
სხვა უსდ-დან გადმოსვლის მსურველმა სტუდენტმა ელ.ფოსტაზე registration@tsc.edu.ge უნდა
გამოაგზავნოს
რეგისტრაციის პირველ ეტაპზე:
ა) რეგისტრაციის შევსებული ფორმა (იხ.ფორმა 1);
ბ) პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
გ) კონკურსში (შემოქმედებით ტური/გამოცდა) მონაწილეობის
საფასურის (50 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლი (იხ. საბანკო რეკვიზიტები).
რეგისტრაციის მეორე ეტაპზე:
ა) პირველადი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან
სტუდენტის პირადი საქმის (სასწავლო ბარათი/ნიშნების ფურცელი; ბაკალავრებისათვის ატესტატი/ მაგისტრებისათვის ბაკალავრის დიპლომი; ჩარიცხვის, სტატუსის შეჩერების/აღდგენის/შეწყვეტის, კურსიდან კურსზე გადაყვანის ბრძანებები) ბეჭდით და ხელმოწერით დამოწმებული ასლები;
ბ) განცხადება კრედიტების აღიარების თაობაზე (იხ. ფორმა2);
გ) პირველად უსდ-ში გავლილი სასწავლო კურსების სილაბუსები ან/და ანოტაციები (კრედიტების აღიარების კომისიის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში).
მობილობის პროცედურა
შიდა მობილობაში/რიგგარეშე შიდა მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირი ვალდებულია:
ა) გაიაროს რეგისტრაციის პირველი ეტაპი;
ბ) გაიაროს შესარჩევი კონკურსი (შემოქმედებითი ტური/გამოცდა);
გ) გაეცნოს მობილობის კონკურსის შედეგებს და დადებითი პასუხის შემთხვევაში გაიაროს რეგისტრაციის მეორე ეტაპი;
დ) გაეცნოს კონსერვატორიის მიერ აღიარებული კრედიტების რაოდენობას და წერილობითი განცხადებით დაადასტუროს თანხმობა ან უარი.
შენიშვნა: ერთსა და იმავე საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალობაზე ერთდროულად მობილობისა (შემოდგომის სემესტრი) და ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის შემთხვევაში აპლიკანტი კონკურსს (შემოქმედებითი ტური/გამოცდა) გაივლის ერთხელ; აპლიკანტის ჩარიცხვა მოხდება მის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტით.
საბუთების ნუსხა და რეგისტრაცია:
შიდა მობილობის/რიგგარეშე შიდა მობილობის ფარგლებში კონსერვატორიის სხვა პროგრამიდან/სპეციალობიდან გადმოსვლის მსურველმა სტუდენტმა ელ.ფოსტაზე registration@tsc.edu.ge უნდა გამოაგზავნოს:
რეგისტრაციის პირველ ეტაპზე:
ა) რეგისტრაციის შევსებული ფორმა (იხ.ფორმა 1);
ბ) პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
გ) კონკურსში (შემოქმედებით ტური/გამოცდა) მონაწილეობის
საფასურის (50 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლი (იხ. საბანკო რეკვიზიტები).
რეგისტრაციის მეორე ეტაპზე:
ა) შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის მიერ გაცემული სასწავლო ბარათი/ნიშნების ფურცელი (სემესტრების მიხედვით);
ბ) განცხადება კრედიტების აღიარების თაობაზე (იხ. ფორმა 2).
2024-2025 ს.წ. შემოდგომის სემესტრისთვის გარე მობილობა გამოცხადებულია საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე: „საშემსრულებლო ხელოვნება“ (კლავიშიანი საკრავები, სოლო აკადემიური სიმღერა, აკადემიური გუნდის დირიჟორობა) და „მუსიკის ტექნოლოგია“.
მისაღები ადგილების რაოდენობა
მობილობის ადმინისტრირების ვადები:
•ელ.პორტალზე https://students.emis.ge/ რეგისტრაცია 2024 წ. 21 აგვისტოდან 09 სექტემბრის 18:00 სთ.;
•ელ.პორტალის მიხედვით, მობილობის უფლების მქონე პირთათვის კონსერვატორიაში დოკუმენტაციის წარდგენა არაუგვიანეს 2024 წ. 13 სექტემბრის 18:00 სთ.;
•საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე „მუსიკის ტექნოლოგია“ შესარჩევი გამოცდა (ტესტირება მუსიკალურ-სმენით უნარებში) ჩატარდება არაუგვიანეს 2024 წ. 18 სექტემბრისა; (შენიშვნა: პროგრამაზე „საშემსრულებლო ხელოვნება“ კონკურსი უკვე ჩატარებულია).
•აპლიკანტებისთვის კრედიტების აღიარება და გაცნობა არაუგვიანეს 2024 წ. 19 სექტემბრისა;
•უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში გარე მობილობით ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის ასახვა არაუგვიანეს 2024 წლის 23 სექტემბრისა.
კონსერვატორიაში წარმოსადგენი – ელ.ფოსტაზე registration@tsc.edu.ge გამოსაგზავნი დოკუმენტაცია (შენიშვნა: „ა“, „ბ“, „გ“ პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულება არ ვრცელდება პროგრამაზე „საშემსრულებლო ხელოვნება“) :
ა) რეგისტრაციის შევსებული ფორმა (მხოლოდ პროგრამაზე „მუსიკის ტექნოლოგია“);
ბ) პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი (მხოლოდ პროგრამაზე „მუსიკის ტექნოლოგია“);
გ) კონკურსში (შემოქმედებითი ტური/გამოცდა) მონაწილეობის საფასურის (50 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლი (მხოლოდ პროგრამაზე „მუსიკის ტექნოლოგია“);
დ) პირველადი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის პირადი საქმის (სასწავლო ბარათი/ნიშნების ფურცელი; ბაკალავრებისათვის ატესტატი/ მაგისტრებისათვის ბაკალავრის დიპლომი; ჩარიცხვის, სტატუსის შეჩერების/აღდგენის/შეწყვეტის, კურსიდან კურსზე გადაყვანის ბრძანებები) ბეჭდით და ხელმოწერით დამოწმებული ასლები;
ე) განცხადება კრედიტების აღიარების თაობაზე;
ვ) პირველად უსდ-ში გავლილი სასწავლო კურსების სილაბუსები ან/და ანოტაციები (კრედიტების აღიარების კომისიის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში).
კონტაქტი:
სტუდენტთა მიღებისა და რეესტრის მართვის დეპარტამენტი
ოთახი: 227
ტელ:(+995 32) 2 995 194
email: admission@tsc.edu.ge
მისამართი: 0108, თბილისი,გრიბოედოვის ქ. 8-10