ანონსი!
2023-2024 ს.წ. შემოდგომის სემესტრის გარე მობილობის მსურველთათვის
კონსერვატორიის შესარჩევი გამოცდები/შემოქმედებით ტურები ჩატარდება 2023 წლის ივნისის პირველ ნახევარში.
კონსერვატორიის შესარჩევ გამოცდებზე (შემოქმედებით ტურებზე) რეგისტრაციის
პერიოდი: 2023 წლის 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით. (რეგისტრაციის ამ ეტაპზე
გამოსაგზავნია საბუთების ნუსხის 1, 2, 4 პუნქტებით განსაზღვრული საბუთები)
იხ. 2023-2024 ს.წ. შემოდგომის სემესტრის გარე მობილობით ბაკალავრიატში მისაღები ადგილები
გარე მობილობა გულისხმობს ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლას.
შიდა მობილობა გულისხმობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შიგნით ერთი საგანმანათლებლო პროგრამიდან/სპეციალობიდან სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალობაზე გადასვლას.
მობილობის პროცესს არეგულირებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესი“ და “სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში მობილობის ფარგლებში ჩარიცხვის წესი“. სტუდენტთა მობილობის პროცესის ადმინისტრირებას უწევს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.
მობილობის უფლება აქვს პირს, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა და სწავლობდა არანაკლებ 1 წლის (ორი აქტიური სემესტრის) განმავლობაში;
ამ პერიოდში არ შედის ის დრო, როდესაც პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი; შეჩერებული სტატუსის მქონე სტუდენტი უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის განმავლობაში.
მობილობის უფლება აქვს ასევე სტუდენტს სტატუსის შეწყვეტიდან 12 თვის განმავლობაში.
სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში მობილობის, შიდა მობილობის/რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირებისა და სტუდენტთა მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების წესი
გარე მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის აუცილებელია სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე (students.emis.ge) დარეგისტრირება.
შიდა მობილობის მსურველ სტუდენტებს ელ. პორტალზე რეგისტრაცია არ ესაჭიროებათ.
გარე და შიდა მობილობის მსურველთათვის შიდასაკონსერვატორიო პროცედურა:
1.მობილობისთვის გამოცხადებული ვადების შესაბამისად საბუთების გამოგზავნა ელ.ფოსტაზე registration@tsc.edu.ge;
2. პროგრამებზე ჩარიცხვისათვის აუცილებელი წინაპირობების გავლა: შემოქმედებითი ტურების ჩაბარება (მობილობის შემთხვევაში შემოქმედებითი ტურის მოთხოვნები შესაბამის პროგრამებზე მისაღები მოთხოვნების ანალოგიურია);
3. მობილობის მსურველი სტუდენტის მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მობილობამდე მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობის დადგენა და შესაბამისი კრედიტების აღიარება;
4. მობილობის მსურველი სტუდენტისათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა;
5. მობილობის პროცედურის გავლის წარმატების შემთხვევაში სამართლებრივი უზრუნველყოფა (ბრძანების პროექტი, ბრძანების გამოცემა, რეესტრში ასახვა)
შენიშვნა: თუ სტუდენტი უარს აცხადებს მობილობის წესით ჩარიცხვაზე, წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს კონსერვატორიას მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების გამოცემამდე.
გარე მობილობაში მონაწილეობის მსურველმა პირებმა რეგისტრაციისთვის ელ.ფოსტაზე registration@tsc.edu.ge უნდა გამოაგზავნონ შემდეგი საბუთები:
1. რეგისტრაციის შევსებული ფორმა (იხილეთ ფორმა);
2. პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
3. პირველადი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის პირადი საქმის
(სასწავლო ბარათი/ნიშნების ფურცელი; ბაკალავრებისათვის ატესტატი/მაგისტრებისათვის
ბაკალავრის დიპლომი; ჩარიცხვის, სტატუსის შეჩერების/აღდგენის/შეწყვეტის, კურსიდან
კურსზე გადაყვანის ბრძანებები) ბეჭდით და ხელმოწერით დამოწმებული ასლები;
4.შემოქმედებით ტურებში მონაწილეობის საფასურის (50 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლი (იხ. საბანკო რეკვიზიტები).
5. პირველად უსდ-ში გავლილი სასწავლო კურსების სილაბუსები ან/და ანოტაციები
(კრედიტების აღიარების კომისიის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში).
შიდა მობილობაში/რიგგარეშე შიდა მობილობაში მონაწილეობის მსურველმა პირებმა რეგისტრაციისთვის ელ.ფოსტაზე registration@tsc.edu.ge უნდა გამოაგზავნონ შემდეგი საბუთები:
1. რეგისტრაციის შევსებული ფორმა (იხ. ფორმა);
2. პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
3. შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის მიერ გაცემული სასწავლო ბარათი/ნიშნების ფურცელი
(სემესტრების მიხედვით);
4. შემოქმედებით ტურებში მონაწილეობის საფასურის (50 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლი (იხ. საბანკო რეკვიზიტები).
კონტაქტი:
სტუდენტთა მიღებისა და რეესტრის მართვის დეპარტამენტი
ოთახი: 227
ტელ:(+995 32) 2 995 194
email: admission@tsc.edu.ge
მისამართი: 0108, თბილისი,გრიბოედოვის ქ. 8-10