ყველა სამაგისტრო პროგრამის ხანგრძლივობა – 2 წელი / 4 სემესტრი
სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის საფასური (1 წელი) – 3000 ლარი
სამაგისტრო პროგრამებზე დაშვების წინაპირობაა – ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, უმაღლესი აკადემიური სამუსიკო განათლება.
სამაგისტრო პროგრამაზე „საშემსრულებლო ხელოვნება“ მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვა ხდება – მხოლოდ კონსერვატორიის მიერ განსაზღვრული გამოცდის (შემოქმედებითი ტურის/ების) საფუძველზე.
სამაგისტრო პროგრამებზე „მუსიკოლოგია“, „კომპოზიცია“ და „მუსიკის ტექნოლოგია“ მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვა ხდება – კონსერვატორიის მიერ განსაზღვრული გამოცდის (შემოქმედებითი ტურის/ების) და საერთო სამაგისტრო გამოცდის საფუძველზე.
! მაგისტრანტობის კანდიდატთათვის (აღნიშნული არ ეხება პროგრამას „საშემსრულებლო ხელოვნება“) აუცილებელია რეგისტრაციის გავლა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში და კონსერვატორიაში.
→ სამაგისტრო პროგრამებზე შემოქმედებითი ტურების შეფასების სისტემა
→ 2026-2027 სასწავლო წლისათვის მისაღები ადგილების რაოდენობა
→ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა ჩარიცხვის წესი
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე 2026-2027 სასწავლო წლის მისაღები გამოცდების/შემოქმედებითი ტურების მოთხოვნები
პროგრამა “საშემსრულებლო ხელოვნება”
პროგრამა “კომპოზიცია”
პროგრამა “მუსიკოლოგია”
პროგრამა “მუსიკის ტექნოლოგია”
აპლიკანტებმა რეგისტრაციისთვის ელ.ფოსტაზე registration@tsc.edu.ge უნდა გამოაგზავნონ შემდეგი საბუთები:
1. შემოქმედებით ტურზე რეგისტრაციის შევსებული ფორმა (იხ.ფორმა) (PDF);
– ფორმის შესავსებად ისარგებლეთ პროგრამების, სპეციალობების ნუსხით
2. საგამოცდო პროგრამა ქართულ და ინგლისურ ენაზე (პროგრამაზე: საშემსრულებლო ხელოვნება) PDF ფაილი სახელის და გვარის მითითებით;
შენიშვნა: გაითვალისწინეთ, გამოგზავნა/კორექტირება შესაძლებელია არაუგვიანეს მიმდინარე წლის 20 ივნისისა!
3. პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი(PDF);
4. ერთი ფოტოსურათი ელექტრონული სახით (3X4, JPG);
5. კონკურსში (შემოქმედებითი ტური/გამოცდა) მონაწილეობის საფასურის (50 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლი (იხ. საბანკო რეკვიზიტები) (PDF);
6. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი გაცემისთანავე (პროგრამებზე: კომპოზიცია, მუსიკის ტექნოლოგია და მუსიკოლოგია);
7. მისაღები მოთხოვნების შესაბამისად წარმოსადგენი ნაწარმოებების ნუსხა, სანოტო ნიმუშების და ჩანაწერების ელ.ვერსიები (პროგრამაზე კომპოზიცია);
შენიშვნა: გაითვალისწინეთ, გამოგზავნა/კორექტირება შესაძლებელია არაუგვიანეს მიმდინარე წლის 20 ივნისისა!
8. სამაგისტრო შემოქმედებითი პროექტის წერილობითი აღწერა ელ. ფაილის/ფოლდერის სახით და განვლილი შემოქმედებითი აქტივობების პორტფოლიო ელ.ფაილის / ფოლდერის სახით (პროგრამაზე მუსიკის ტექნოლოგია);
შენიშვნა: გაითვალისწინეთ, გამოგზავნა/კორექტირება შესაძლებელია არაუგვიანეს მიმდინარე წლის 20 ივნისისა!
9. ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერტიფიკატი. დოკუმენტის არქონის შემთხვევაში აპლიკანტი ვალდებულია ჩააბაროს შესაბამისი დონის ტესტი კონსერვატორიაში (პროგრამაზე მუსიკოლოგია) (PDF).
10. საგანმანათლებლო პროგრამაზე „საშემსრულებლო ხელოვნება“, სპეციალობა „აკადემიური გუნდის დირიჟორობა“ აპლიკანტი ვალდებულია გამოცდაზე წარმოადგინოს თავისი საგამოცდო პროგრამის ნოტები (5 ასლი ფიზიკური სახით, აუცილებლად იმავე რედაქციით) კომისიის წევრებისთვის
მისაღები ადგილების და რეგისტრირებულ აპლიკანტთა რაოდენობა
შემოქმედებითი ტურების საგამოცდო კომისია
ინფორმაცია შემოქმედებითი ტურის შედეგების მიღების შესახებ
რეპეტიციები:
სრული განრიგი
ინდივიდუალური განრიგი სპეციალობაში:
შედეგები:
რეიტინგული შედეგები:
კონტაქტი:
სტუდენტთა მიღებისა და რეესტრის მართვის დეპარტამენტი
ოთახი: 227
ტელ:(+995 32) 2 995 194
email: admission@tsc.edu.ge
მისამართი: 0108, თბილისი,გრიბოედოვის ქ. 8-10