სამაგისტრო ქართულენოვან პროგრამებზე „საშემსრულებლო ხელოვნება“ (კლავიშიანი საკრავები, აკადემიური გუნდის დირიჟორობა, სოლო აკადემიური სიმღერა, სიმებიანი /ვიოლინო, ალტი, ჩელო/ და ჩასაბერი /ფლეიტა, ჰობოი, კლარნეტი, ფაგოტი/ საკრავები), „კომპოზიცია“, „მუსიკის ტექნოლოგია“, „მუსიკოლოგია“ (სპეციალობები: მუსიკის თეორია, მუსიკის ისტორია, ეთნომუსიკოლოგია, საეკლესიო მუსიკა) და ინგლისურენოვან პროგრამებზე „საშემსრულებლო ხელოვნება“ (კლავიშიანი საკრავები, სოლო აკადემიური სიმღერა, სიმებიანი /ვიოლინო, ალტი/ და ჩასაბერი /ფლეიტა, კლარნეტი/ საკრავები), „კომპოზიცია“, „მუსიკის ტექნოლოგია“ მისაღები გამოცდებისთვის/ შემოქმედებითი ტურებისთვის რეგისტრაციის პერიოდია 2026 წლის 21 მაისიდან 03 ივნისის ჩათვლით. მისაღები გამოცდები/შემოქმედებითი ტურები ჩატარდება 06 ივლისიდან 18 ივლისის ჩათვლით. სრული განრიგი გამოცხადდება არაუგვიანეს 25 ივნისისა. ინგლისურენოვან პროგრამებზე დეტალური ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე
სამაგისტრო პროგრამებზე დაშვების წინაპირობები:
დაშვების წინაპირობაა – ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, უმაღლესი აკადემიური სამუსიკო განათლება.
სწავლის საფასური – აფინანსებს სახელმწიფო
– სამაგისტრო პროგრამაზე „საშემსრულებლო ხელოვნება“ მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვა ხდება – მხოლოდ კონსერვატორიის მიერ განსაზღვრული გამოცდის (შემოქმედებითი ტურის/ების) საფუძველზე.
– სამაგისტრო პროგრამებზე „მუსიკოლოგია“, „კომპოზიცია“ და „მუსიკის ტექნოლოგია“ მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვა ხდება – კონსერვატორიის მიერ განსაზღვრული გამოცდის (შემოქმედებითი ტურის/ების) და საერთო სამაგისტრო გამოცდის საფუძველზე (შესაბამისად, აუცილებელია რეგისტრაციის გავლა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში და კონსერვატორიაში).
ინგლისურენოვან პროგრამებზე დოკუმენტაციის ნუსხის სანახავად გადადით ბმულზე
→ სამაგისტრო პროგრამებზე შემოქმედებითი ტურების შეფასების სისტემა
→ 2026-2027 სასწავლო წლისათვის მისაღები ადგილების რაოდენობა
→ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა ჩარიცხვის წესი
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე 2026-2027 სასწავლო წლის მისაღები გამოცდების/შემოქმედებითი ტურების მოთხოვნები
ინგლისურენოვან პროგრამებზე მისაღები მოთხოვნების სანახავად სანახავად გადადით ბმულზე
პროგრამა “საშემსრულებლო ხელოვნება”
პროგრამა “კომპოზიცია”
პროგრამა “მუსიკოლოგია”
პროგრამა “მუსიკის ტექნოლოგია”
აპლიკანტებმა რეგისტრაციისთვის ელ.ფოსტაზე registration@tsc.edu.ge უნდა გამოაგზავნონ შემდეგი საბუთები:
ინგლისურენოვან პროგრამებზე რეგისტრაციისა და დოკუმენტაციის ნუსხის სანახავად გადადით ბმულზე
1. შემოქმედებით ტურზე რეგისტრაციის შევსებული ფორმა (იხ.ფორმა MA) (PDF);
– ფორმის შესავსებად ისარგებლეთ პროგრამების, სპეციალობების ნუსხით
2. საგამოცდო პროგრამა ქართულ და ინგლისურ ენაზე (პროგრამაზე: საშემსრულებლო ხელოვნება) PDF ფაილი სახელის და გვარის მითითებით;
შენიშვნა: გაითვალისწინეთ, გამოგზავნა/კორექტირება შესაძლებელია არაუგვიანეს 2026 წლის 25 ივნისისა!
3. პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი(PDF);
4. ერთი ფოტოსურათი ელექტრონული სახით (3X4, JPG);
5. კონკურსში (შემოქმედებითი ტური/გამოცდა) მონაწილეობის საფასურის (50 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლი (იხ. საბანკო რეკვიზიტები) (PDF);
6. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი გაცემისთანავე (პროგრამებზე: კომპოზიცია, მუსიკის ტექნოლოგია და მუსიკოლოგია);
7. მისაღები მოთხოვნების შესაბამისად წარმოსადგენი ნაწარმოებების ნუსხა, სანოტო ნიმუშების და ჩანაწერების ელ.ვერსიები (პროგრამაზე კომპოზიცია);
შენიშვნა: გაითვალისწინეთ, გამოგზავნა/კორექტირება შესაძლებელია არაუგვიანეს 2026 წლის 25 ივნისისა!
8. სამაგისტრო შემოქმედებითი პროექტის წერილობითი აღწერა ელ. ფაილის/ფოლდერის სახით და განვლილი შემოქმედებითი აქტივობების პორტფოლიო ელ.ფაილის / ფოლდერის სახით (პროგრამაზე მუსიკის ტექნოლოგია);
შენიშვნა: გაითვალისწინეთ, გამოგზავნა/კორექტირება შესაძლებელია არაუგვიანეს 2026 წლის 25 ივნისისა!
9. ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერტიფიკატი. დოკუმენტის არქონის შემთხვევაში აპლიკანტი ვალდებულია ჩააბაროს შესაბამისი დონის ტესტი კონსერვატორიაში (პროგრამაზე მუსიკოლოგია) (PDF).
10. პროგრამაზე „საშემსრულებლო ხელოვნება“, სპეციალობა „აკადემიური გუნდის დირიჟორობა“ აპლიკანტი ვალდებულია გამოცდაზე წარმოადგინოს თავისი საგამოცდო პროგრამის ნოტები (5 ასლი ფიზიკური სახით, აუცილებლად იმავე რედაქციით) კომისიის წევრებისთვის.
მისაღები ადგილების და რეგისტრირებულ აპლიკანტთა რაოდენობა
შემოქმედებითი ტურების საგამოცდო კომისია
ინფორმაცია შემოქმედებითი ტურის შედეგების მიღების შესახებ
რეპეტიციები:
სრული განრიგი
ინდივიდუალური განრიგი სპეციალობაში:
შედეგები:
რეიტინგული შედეგები:
კონტაქტი:
სტუდენტთა მიღებისა და რეესტრის მართვის დეპარტამენტი
ოთახი: 227
ტელ:(+995 32) 2 995 194
email: admission@tsc.edu.ge
მისამართი: 0108, თბილისი,გრიბოედოვის ქ. 8-10