ყველა საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობა – 4 წელი / 8 სემესტრი
საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის საფასური (1 წელი) – 2250 ლარი
საბაკალავრო პროგრამებზე დაშვების წინაპირობაა – სრული ზოგადი განათლება
საბაკალავრო პროგრამებზე „საშემსრულებლო ხელოვნება“, „ჯაზის ხელოვნება“, „მუსიკოლოგია“ და „კომპოზიცია“ აბიტურიენტთა ჩარიცხვა ხდება – კონსერვატორიის მიერ დადგენილი კონკურსისა (შემოქმედებითი ტურის/ების) და ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე.
საბაკალავრო პროგრამაზე „მუსიკის ტექნოლოგია“ აბიტურიენტთა ჩარიცხვა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებისა და ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე, პროგრამაზე დაშვების დამატებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველზე (წერითი ფორმატის ტესტით შეფასდება აბიტურიენტის მუსიკალურ-სმენითი უნარები).
! აბიტურიენტთათვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში და კონსერვატორიაში.
→ საბაკალავრო პროგრამებზე შემოქმედებითი ტურების შეფასების სისტემა
→ 2026-2027 სასწავლო წლისათვის მისაღები ადგილების რაოდენობა
→ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა ჩარიცხვის წესი
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე 2026-2027 სასწავლო წლის მისაღები გამოცდების/შემოქმედებითი ტურების მოთხოვნები
პროგრამა “საშემსრულებლო ხელოვნება”
პროგრამა “ჯაზის ხელოვნება”
პროგრამა “კომპოზიცია”
პროგრამა “მუსიკოლოგია”
პროგრამა “მუსიკის ტექნოლოგია”
აპლიკანტებმა რეგისტრაციისთვის ელ.ფოსტაზე registration@tsc.edu.ge უნდა გამოაგზავნონ შემდეგი საბუთები:
1. შემოქმედებით ტურებზე რეგისტრაციის ფორმა (იხ.ფორმა) (PDF);
– ფორმის შესავსებად ისარგებლეთ პროგრამების, სპეციალობების ნუსხით
შენიშვნა: ა) იმ შემთხვევაში თუ გსურთ, კონსერვატორიამ უზრუნველგყოთ კონცერტმაისტერით, გთხოვთ წერილობით გვაცნობოთ რეგისტრაციის დროს;
ბ) გაითვალისწინეთ, სპეციალობის პროგრამის კორექტირება შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრაციის დასრულებამდე – მიმდინარე წლის 15 მაისის ჩათვლით!
2. პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი (PDF);
3. ერთი ფოტოსურათი ელექტრონული სახით (3X4, JPG).
4.კონკურსში (შემოქმედებითი ტური/გამოცდა) მონაწილეობის საფასურის (50 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლი (იხ. საბანკო რეკვიზიტები) (PDF);
5. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგამოცდო საიდენტიფიკაციო ბარათი გაცემისთანავე (PDF), (20 ივნისიდან);
6. მისაღები მოთხოვნების შესაბამისად წარმოსადგენი ნაწარმოებების ნუსხა, სანოტო ნიმუშების და ჩანაწერების ელ.ვერსიები (პროგრამაზე კომპოზიცია).
7.საგანმანათლებლო პროგრამაზე „საშემსრულებლო ხელოვნება“, სპეციალობა „აკადემიური გუნდის დირიჟორობა“ აპლიკანტი ვალდებულია გამოცდაზე წარმოადგინოს თავისი საგამოცდო პროგრამის ნოტები (5 ასლი ფიზიკური სახით, აუცილებლად იმავე რედაქციით) კომისიის წევრებისთვის
რეგისტრაციისას გასათვალისწინებელი რჩევები:
● დოკუმენტების გამოგზავნისას წერილში მითითებული უნდა იყოს
აბიტურიენტის სახელი და გვარი, სპეციალობა და ინსტრუმენტი;
● დოკუმენტები უნდა გამოიგზავნოს დასკანირებული სახით;
● ყველა დოკუმენტი უნდა აიტვირთოს ერთ წერილში;
● თითოეული ფაილი დასათაურდეს ქვემოთ მოყვანილი პრინციპის
შესაბამისად.
ფაილის დასათაურების პრინციპი:
სახელი, გვარი, დოკუმენტის სახელი (ფორმა / პირადობა / ფოტო / ქვითარი)
მაგალითად:
სახელი, გვარი – ფორმა
სახელი, გვარი – პირადობა
სახელი, გვარი – ფოტო
სახელი, გვარი – ქვითარი
მისაღები ადგილების და რეგისტრირებულ აპლიკანტთა რაოდენობა
შემოქმედებითი ტურების საგამოცდო კომისია
ინფორმაცია შემოქმედებითი ტურის შედეგების მიღების შესახებ
რეპეტიციები:
სრული განრიგი
ინდივიდუალური განრიგი სპეციალობაში:
შედეგები:
რეიტინგული შედეგები:
კონტაქტი:
სტუდენტთა მიღებისა და რეესტრის მართვის დეპარტამენტი
ოთახი: 227
ტელ:(+995 32) 2 995 194
email: admission@tsc.edu.ge
მისამართი: 0108, თბილისი,გრიბოედოვის ქ. 8-10