ცხადდება მიღება საბაკალავრო ქართულენოვან პროგრამებზე „საშემსრულებლო ხელოვნება“ (კლავიშიანი საკრავები, აკადემიური გუნდის დირიჟორობა, სოლო აკადემიური სიმღერა /ქალები, ვაჟები/, სიმებიანი: ვიოლინო, ალტი, ჩელო, არფა, გიტარა, ჩასაბერი: ფლეიტა, ჰობოი, კლარნეტი, ფაგოტი, ვალტორნა, საყვირი, ტრომბონი, ტუბა და დასარტყამი საკრავები), „ჯაზის ხელოვნება“, „კომპოზიცია“, „მუსიკოლოგია“, „მუსიკის ტექნოლოგია“ და ინგლისურენოვან პროგრამებზე „საშემსრულებლო ხელოვნება“ (კლავიშიანი საკრავები, სოლო აკადემიური სიმღერა /ქალები, ვაჟები/, სიმებიანი: ვიოლინო, ჩასაბერი: ფლეიტა), „კომპოზიცია“, „მუსიკის ტექნოლოგია“ მისაღები გამოცდებისთვის/ შემოქმედებითი ტურებისთვის რეგისტრაციის პერიოდია 2026 წლის 01 მაისიდან 14 მაისის ჩათვლით. მისაღები გამოცდები/შემოქმედებითი ტურები ჩატარდება 08 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით. სრული განრიგი გამოცხადდება არაუგვიანეს 03 ივნისისა.
ინგლისურენოვან პროგრამებზე დეტალური ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე.
საბაკალარო პროგრამებზე დაშვების წინაპირობები:
დაშვების წინაპირობაა – სრული ზოგადი განათლება
სწავლის საფასური – აფინანსებს სახელმწიფო
– საბაკალავრო პროგრამებზე „საშემსრულებლო ხელოვნება“, „ჯაზის ხელოვნება“, „მუსიკოლოგია“ და „კომპოზიცია“ აბიტურიენტთა ჩარიცხვა ხდება – კონსერვატორიის მიერ დადგენილი კონკურსისა (შემოქმედებითი ტურის/ების) და ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე.
– საბაკალავრო პროგრამაზე „მუსიკის ტექნოლოგია“ აბიტურიენტთა ჩარიცხვა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებისა და ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე, პროგრამაზე დაშვების დამატებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველზე (წერითი ფორმატის ტესტით ფასდება აბიტურიენტის მუსიკალურ-სმენითი უნარები).
! აბიტურიენტთათვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში და კონსერვატორიაში.
ინგლისურენოვან პროგრამებზე ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე
→ საბაკალავრო პროგრამებზე შემოქმედებითი ტურების შეფასების სისტემა
→ 2026-2027 სასწავლო წლისათვის მისაღები ადგილების რაოდენობა
→ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა ჩარიცხვის წესი
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე 2026-2027 სასწავლო წლის მისაღები გამოცდების/შემოქმედებითი ტურების მოთხოვნები
ინგლისურენოვან პროგრამებზე მისაღები მოთხოვნების სანახავად სანახავად გადადით ბმულზე
პროგრამა “საშემსრულებლო ხელოვნება”
პროგრამა “ჯაზის ხელოვნება”
პროგრამა “კომპოზიცია”
პროგრამა “მუსიკოლოგია”
პროგრამა “მუსიკის ტექნოლოგია”
აპლიკანტებმა რეგისტრაციისთვის ელ.ფოსტაზე registration@tsc.edu.ge უნდა გამოაგზავნონ შემდეგი საბუთები:
ინგლისურენოვან პროგრამებზე რეგისტრაციისა და დოკუმენტაციის ნუსხის სანახავად გადადით ბმულზე
1. შემოქმედებით ტურებზე რეგისტრაციის შევსებული ფორმა (იხ.ფორმა BA) (PDF)
– ფორმის შესავსებად ისარგებლეთ პროგრამების, სპეციალობების ნუსხით
შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ გსურთ, კონსერვატორიამ უზრუნველგყოთ კონცერტმაისტერით, გთხოვთ წერილობით გვაცნობოთ რეგისტრაციის დროს;
2. პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი (PDF);
3. ერთი ფოტოსურათი ელექტრონული სახით (3X4, JPG);
4. კონკურსში (შემოქმედებითი ტური/გამოცდა) მონაწილეობის საფასურის (50 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლი (იხ. საბანკო რეკვიზიტები) (PDF);
5. პროგრამაზე „კომპოზიცია“ მისაღები მოთხოვნების შესაბამისად წარმოსადგენი ნაწარმოებების ნუსხა, სანოტო ნიმუშების და ჩანაწერების ელ.ვერსიები.
6. პროგრამაზე „საშემსრულებლო ხელოვნება“, სპეციალობა „აკადემიური გუნდის დირიჟორობა“ აპლიკანტი ვალდებულია გამოცდაზე წარმოადგინოს თავისი საგამოცდო პროგრამის ნოტები (5 ასლი ფიზიკური სახით, აუცილებლად იმავე რედაქციით) კომისიის წევრებისთვის.
7. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგამოცდო საიდენტიფიკაციო ბარათი გაცემისთანავე /20 ივნისიდან/ (PDF).
მისაღები ადგილების და რეგისტრირებულ აპლიკანტთა რაოდენობა
შემოქმედებითი ტურების საგამოცდო კომისია
ინფორმაცია შემოქმედებითი ტურის შედეგების მიღების შესახებ
რეპეტიციები:
სრული განრიგი
ინდივიდუალური განრიგი სპეციალობაში:
შედეგები:
რეიტინგული შედეგები:
კონტაქტი:
სტუდენტთა მიღებისა და რეესტრის მართვის დეპარტამენტი
ოთახი: 227
ტელ:(+995 32) 2 995 194
email: admission@tsc.edu.ge
მისამართი: 0108, თბილისი,გრიბოედოვის ქ. 8-10