მუსიკის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სკოლის გარეშე სამუსიკო საგანმანათლებლო დაწესებულების (სამუსიკო სკოლის) და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მუსიკის საგნის მასწავლებლების მომზადება. პროგრამა ითვალისწინებს სტუდენტის მიერ პედაგოგიური საქმიანობისათვის აუცილებელი ცოდნისა და უნარ-ჩვევების, პროფესიული კომპეტენციების გამომუშავებას. პროგრამის დასრულების შემდეგ პირს ექნება თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები სამუსიკო და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში მასწავლებლის საქმიანობის განსახორციელებლად.
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა:
1. ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ან შესაბამისი სახელოვნებო პროფესიული განათლება;
2. საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარება, ხოლო მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებული პრაქტიკოსი მასწავლებლის შემთხვევაში – საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება;
3. შიდა შესარჩევი გამოცდა
შიდა შესარჩევი გამოცდა გულისხმობს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში მუსიკის საგნის სწავლებისას გამოყენებული მეთოდების (რიტმის გრძნობის განვითარება, სიმღერის შესწავლა, იმპროვიზაციის ან კომპოზიციის უნარის განვითარებაზე მუშაობა და ა.შ.) თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შემოწმებას, მითითებულ პრობლემატიკაზე მოდელირებული გაკვეთილის ჩატარების გზით. საგამოცდო საკითხები იხ.ბმულზე
ერთწლიანი პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულზე გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი და სერტიფიკატის დანართი.
2024-2025 ს.წ. მისაღები ადგილების რაოდენობა:
სახელმწიფო გრანტით დასაფინანსებელი – 7 ადგილი
თვითდასაფინანსებელი – 7 ადგილი; /სწავლის საფასური: 2250 ლარი/
შენიშვნა: გრანტის განაწილება ხდება უსდ-ს მიერ განსაზღვრულ საგნობრივ გამოცდაში მიღებული შეფასების მიხედვით;
რეგისტრაციის ვადები:
საბუთების გამოგზავნა ელ.ფოსტაზე registration@tsc.edu.ge 2024 წლის 09 სექტემბრიდან 16 სექტემბრის 18:00 საათამდე; (დარეგისტრირებულთათვის დოკუმენტაციის ხარვეზების გამოსწორება – 2024 წლის 17 სექტემბრის 18:00 საათამდე);
რეგისტრირებულთა რაოდენობა: – – – (გამოქვეყნდება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ)
შიდა შესარჩევი გამოცდა: 19-20 სექტემბერი (დაზუსტდება რეგისტრაციის შემდეგ)
საკონტაქტო ინფორმაცია:
სტუდენტთა მიღებისა და რეესტრის მართვის დეპარტამენტი
ოთახი: 227
ტელ.: (+995 32) 299 51 94
ელ-ფოსტა: registration@tsc.edu.ge
მისამართი: 0108, თბილისი, გრიბოედოვის ქ. № 8-10
პროგრამის მოცულობა: 60 კრედიტი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: არ ითვალისწინებს კვალიფიკაციის მინიჭებას.შესაბამისი კრედიტების დაგროვების შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი.
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ბმული
2024-2025 ს.წ. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის მსურველი პირები, კონსერვატორიის სახელოვნებო–შემოქმედებით საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, ვალდებულები არიან ასევე გაიარონ რეგისტრაცია და შემოქმედებით ტურები. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
2024-2025 სასწავლო წლისათვის მისაღები ადგილების რაოდენობა:
ქართულ ენაში მომზადება სომხურენოვანთათვის 5 ადგილი
ქართულ ენაში მომზადება აზერბაიჯანულენოვანთათვის 5 ადგილი
ქართულ ენაში მომზადება აფხაზურენოვანთათვის 1 ადგილი
ქართულ ენაში მომზადება ოსურენოვანთათვის 1 ადგილი
საკონტაქტო ინფორმაცია:
სტუდენტთა მიღებისა და რეესტრის მართვის დეპარტამენტი
ოთახი: 227
ტელ.: (+995 32) 299 51 94
ელ-ფოსტა: registration@tsc.edu.ge
მისამართი: 0108, თბილისი, გრიბოედოვის ქ. № 8-10
სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე „მუსიკა და დღევანდელობა – მუსიკის ტექნოლოგია“ 2023-2024 სასწავლო წელს სწავლის მსურველთათვის აცხადებს მიღებას მოსამზადებელ კურსზე.
[საბაკალავრო პროგრამაზე „მუსიკა და დღევანდელობა – მუსიკის ტექნოლოგია“ აბიტურიენტი ჩაირიცხება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებისა და ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე, პროგრამაზე დაშვების დამატებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველზე.]
მოსამზადებელი კურსის მიზანია პროგრამაზე დაშვების დამატებითი მოთხოვნებისთვის აბიტურიენტთა მომზადება; სწავლა დაიწყება 2023 წლის 10 აპრილიდან;
მოსამზადებელ კურსზე რეგისტრაციის მსურველებმა, არაუგვიანეს 2023 წლის 6 აპრილისა 18:00 საათისა, უნდა გამოაგზავნონ:
1.განაცხადის შევსებული ფორმა (იხ.ფორმა);
2.პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი
3.ყოველთვიური საფასურის (50 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრის ასლი.
შენიშვნა: ჯგუფი გაიხსნება 5 და მეტი მსურველის შემთხვევაში
კონტაქტი:
სასწავლო დეპარტამენტი
ოთახი: 228
ტელ: (+995 32) 2 98 70 27
e-mail: study@tsc.edu.ge
მისამართი: 0108, თბილისი,გრიბოედოვის ქ. 8-10