სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე „მუსიკა და დღევანდელობა – მუსიკის ტექნოლოგია“ 2022-2023 სასწავლო წელს სწავლის მსურველთათვის აცხადებს მიღებას მოსამზადებელ კურსზე.
კურსის მიზანია პროგრამაზე დაშვების დამატებითი მოთხოვნებისთვის აბიტურიენტთა მომზადება; სწავლა დაიწყება 2022 წლის თებერვლიდან;
მოსამზადებელ კურსზე რეგისტრაციის მსურველებმა, არაუგვიანეს 2022 წლის 7 თებერვლისა, უნდა გამოაგზავნონ:
სხვა დამატებითი ინფორმაცია განთავსდება ეტაპობრივად
პროგრამის ხელმძღვანელი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მანანა ტაბიძე
პროგრამის მოცულობა: 60 კრედიტი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: არ ითვალისწინებს კვალიფიკაციის მინიჭებას.შესაბამისი კრედიტების დაგროვების შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი.
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ბმული
2022-2023 ს.წ. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის მსურველი პირები, კონსერვატორიის სახელოვნებო–შემოქმედებით საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, ვალდებულები არიან ასევე გაიარონ რეგისტრაცია და შემოქმედებით ტურები. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
2022-2023 სასწავლო წლისათვის მისაღები ადგილების რაოდენობა:
ქართულ ენაში მომზადება სომხურენოვანთათვის 5 ადგილი
ქართულ ენაში მომზადება აზერბაიჯანულენოვანთათვის 5 ადგილი
ქართულ ენაში მომზადება აფხაზურენოვანთათვის 1 ადგილი
ქართულ ენაში მომზადება ოსურენოვანთათვის 1 ადგილი
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ერთწლიანი მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამა – მუსიკა ხორციელდება თბილისის კონსერვატორიის და ნორვეგიის მუსიკის აკადემიის ერთობლივი პროექტის “Bridging the Gap – Qualifying Music Students for a Changing Music Profession” CPEA-2015/10004 ფარგლებში.
პროგრამაზე დაიშვება არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს მასწავლებელთა საგნობრივი გამოცდა მუსიკაში.
ერთწლიანი პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს სერტიფიკატს და გახდება უფროსი მასწავლებელი.
აპლიკანტების რეგისტრაცია და შესარჩევი გამოცდა ტარდება ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში (სექტემბერი).
შესარჩევი გამოცდა გულისხმობს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში მუსიკის საგნის სწავლებისას გამოყენებული მეთოდების (რიტმის გრძნობის განვითარება, სიმღერის შესწავლა, იმპროვიზაციის ან კომპოზიციის უნარის განვითარებაზე მუშაობა და ა.შ.) თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შემოწმებას, მითითებულ პრობლემატიკაზე მოდელირებული გაკვეთილის ჩატარების გზით.
კონტაქტი:
სასწავლო დეპარტამენტი
ოთახი: 228
ტელ: (+995 32) 2 98 70 27
e-mail: study@tsc.edu.ge
მისამართი: 0108, თბილისი,გრიბოედოვის ქ. 8-10