სამუსიკო ხელოვნების, განათლებისა და მეცნიერების განვითარება, საზოგადოების კულტურული აღზრდა, ეროვნული მუსიკალური კულტურის წარდგინება (შესწავლა, დაცვა, პოპულარიზება) მსოფლიო კონტექსტში; თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტის მუსიკოს-შემსრულებლების, კომპოზიტორებისა და მუსიკოლოგების მომზადება. სტუდენტების შთაგონება და მათი შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზება, მათთვის ხარისხიანი და კონკურენტული უმაღლესი აკადემიური სამუსიკო განათლების შეთავაზება, რაც ხელს შეუწყობს მათ, ადგილი დაიმკვიდრონ საზოგადოებასა და შრომის ბაზარზე.