სწავლის ხანგრძლივობა – 3 წელი / 6 სემესტრი
სწავლის წლიური საფასური
5000 ლარი (პროგრამა/სპეციალობა: კომპოზიცია)
4500 ლარი (პროგრამა „მუსიკოლოგიური კვლევები“ სპეციალობები: მუსიკის თეორია, მუსიკის ისტორია, ეთნომუსიკოლოგია, საეკლესიო მუსიკოლოგია, საშემსრულებლო ხელოვნების ისტორია და თეორია)
5500 ლარი (პროგრამა „საშემსრულებლო ხელოვნება“ სპეციალობა: სოლო ფორტეპიანო)
6500 ლარი (პროგრამა „საშემსრულებლო ხელოვნება“ სპეციალობები: საორკესტრო საკრავები, აკადემიური სიმღერა, აკადემიური გუნდის დირიჟორობა, საკონცერტმაისტერო დაოსტატება, კამერული ანსამბლი)
→ სადოქტორო პროგრამებზე შემოქმედებითი ტურების შეფასების სისტემა
→ 2025-2026 სასწავლო წლისათვის მისაღები ადგილების რაოდენობა
→ სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულება
სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე 2025-2026 სასწავლო წლის მისაღები გამოცდების/შემოქმედებითი ტურების მოთხოვნები:
სადოქტორო პროგრამაზე „მუსიკოლოგიური კვლევები“ (სპეციალობები: მუსიკის თეორია, მუსიკის ისტორია, ეთნომუსიკოლოგია, საეკლესიო მუსიკა, საშემსრულებლო ხელოვნების ისტორია და თეორია) მიღება ხორციელდება და სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი საპროექტო განაცხადის, სამეცნიერო სტატიის/რეფერატის, პრეზენტაციისა და გასაუბრების შეფასების საფუძველზე.
იხ. მოთხოვნები
სადოქტორო პროგრამაზე „კომპოზიცია“ მიღება ხორციელდება და სარეიტინგო ქულა განისაზღვრება გასაუბრების ფორმატში საპროექტო განაცხადისა და დოქტორანტის შემოქმედების პრეზენტაციის შეფასების საფუძველზე.
იხ. მოთხოვნები
სადოქტორო პროგრამაზე „საშემსრულებლო ხელოვნება“ (სპეციალობები: სოლო ფორტეპიანო, საკონცერტმაისტერო დაოსტატება, კამერული ანსამბლი, საორკესტრო საკრავები, აკადემიური გუნდის დირიჟორობა, აკადემიური სიმღერა) მიღება ხორციელდება და სარეიტინგო ქულა განისაზღვრება შემოქმედებითი ტურისა და გასაუბრების ფორმატში წარმოდგენილი საპროექტო განაცხადის შეფასებების ჯამით.
1. შემოქმედებითი ტური:
2. საპროექტო განაცხადი იხ. მოთხოვნები
აპლიკანტებმა რეგისტრაციისთვის ელ.ფოსტაზე registration@tsc.edu.ge უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტები (შევსებული, ხელმოწერილი, დასკანირებული pdf ფორმატში; გარდა ფოტო/აუდიო/ვიდეო ფაილებისა);
1. სარეგისტრაციო განცხადება (იხ. დანართი №1),
2. განმცხადებლის ავტობიოგრაფია (იხ. დანართი №2);
3. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
4. მაგისტრის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი და დიპლომის დანართი, ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ, თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის (შესაბამისი მიმართულებით ან მონათესავე დარგში: სწავლის სფეროების კლასიფიკატორით 0215.1.8 – 0215.1.18 კოდებით განსაზღვრული სწავლის სფეროები). საზღვარგარეთ განათლებამიღებულ პირთათვის – შესაბამისი დიპლომის ასლი და სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;
5. უცხო ენის და/ან ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (დეტალებისთვის იხ. მუხლი 4.3.);
6. ფოტოსურათი (ზომით 3 x 4) ელექტრონული (JPG) სახით;
7. მომავალი ხელმძღვანელის/ების თანხმობა და სადისერტაციო ნაშრომის სათაური (ივსება სარეგისტრაციო ფორმაში);
8. მუსიკოლოგიური კვლევებისა და კომპოზიციის სადოქტორო პროგრამის შემთხვევაში აპლიკანტმა ელექტრონული ფორმით უნდა წარმოადგინოს საპროექტო განაცხადი (იხ. დანართი №3.1 და დანართი №3.2);
9. საშემსრულებლო ხელოვნების სადოქტორო პროგრამის შემთხვევაში აპლიკანტმა ელექტრონული ფორმით უნდა წარმოადგინოს: 1) საპროექტო განაცხადი (იხ. დანართი №3.3) და 2) შემოქმედებითი ტურში შესასრულებელი ნაწარმოებების ჩამონათვალი ქრონომეტრაჟის მითითებით;
10. პორტფოლიო/გამოცდილება – სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი პირის შესაბამის სფეროში წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო- კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება:
– მუსიკოლოგიური კვლევების სადოქტორო პროგრამაზე აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს მის მიერ გამოქვეყნებული სულ მცირე ერთი სტატია, საკონფერენციო მოხსენების ტექსტი და/ან სწავლების წინა საფეხურზე მომზადებული რეფერატი (ასევე სერტიფიკატები, კონფერენციების პროგრამები, სტატიების სატიტულო გვერდები/ სარჩევი და ა.შ.).
– კომპოზიციის სადოქტორო პროგრამაზე აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს: ნაწარმოებების ჩამონათვალი ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, მათ შორის, ორი საპრეზენტაციო ნაწარმოები (პარტიტურები, ანოტაცია, აუდიო-ვიდეო ფაილი), სერტიფიკატები, ჯილდოები, აფიშები, კონცერტების, კონფერენციის პროგრამები, პარტიტურები, სანოტო გამოცემების, სტატიის სატიტულო გვერდები და სარჩევი, აუდიო-ვიდეო მასალა და ა.შ.
– საშემსრულებლო ხელოვნების სადოქტორო პროგრამაზე აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს საკონცერტო/საშემსრულებლო აქტივობების დამადასტურებელი საბუთები (საკონცერტო პროგრამები, აფიშები, ჯილდოები, დიპლომები, სერტიფიკატები, დისკოგრაფიის სია, პრესა და ა.შ.).
11. მისაღებ გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურის (50 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრის ასლი (იხ. რეკვიზიტები);
12. დამატებითი მოთხოვნა საშემსრულებლო ხელოვნების სადოქტორო პროგრამის აკადემიური გუნდის დირიჟორობის სპეციალობით: აპლიკანტმა აუცილებელია წარმოადგინოს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი ოფიციალური დოკუმენტი/ცნობა იმის შესახებ, რომ ის ნამდვილად არის შემოქმედებითი ტურზე წარმოდგენილი საგუნდო კოლექტივის ხელმძღვანელი/ თანახელმძღვანელი/ დირიჟორი/ ქორმაისტერი. წინააღმდეგ შემთხვევაში აპლიკანტი ტურზე არ დაიშვება.
13. დოქტორანტს მიღების დროს მოეთხოვება ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე ან ერთ-ერთი დასავლეთ ევროპული სხვა უცხოური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე და ინგლისურ ენის ცოდნა არანაკლებ B1 დონეზე, რაც უნდა დადასტურდეს შესაბამისი სერტიფიკატით.
– აღიარებას ექვემდებარება საერთაშორისო სერტიფიკატები, კერძოდ: TOEFL-ის, IELTS-ის, PTE General-ის, CAMBRIDGE FCE-ის, CPE-ის, CAE-ის, DELF/DALF-ის, ÖSD-ის, TestDaF (TDN 3), DSH (DSH 1), DSD (B2), GOETHE-ZERTIFIKAT, DELE (B2), eLADE (B2), CILS, CELI, PLIDA და სსიპ – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატი – CERTUS.
– უცხო ენის სერტიფიკატის წარმოდგენისგან თავისუფლდება დოქტორანტობის კანდიდატი, იმ შემთხვევაში თუ სამაგისტრო/საბაკალავრო პროგრამის სრული კურსი გავლილი აქვს რომელიმე უცხო ენაზე: ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, იტალიურ და ესპანურ ენაზე ან დაგროვებული აქვს არანაკლებ 60 ECTS უცხოეთში სწავლის პერიოდში. დოქტორანტმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი;
– დოქტორანტობის კანდიდატმა, რომელსაც ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული, უნდა წარმოადგინოს ქართული ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
მისაღები ადგილების და რეგისტრირებულ აპლიკანტთა რაოდენობა
შემოქმედებითი ტურების საგამოცდო კომისია
ინფორმაცია შემოქმედებითი ტურის შედეგების მიღების შესახებ
სრული განრიგი
შედეგები:
კონტაქტი:
სტუდენტთა მიღებისა და რეესტრის მართვის დეპარტამენტი
ოთახი: 227
ტელ:(+995 32) 2 995 194
email: admission@tsc.edu.ge
მისამართი: 0108, თბილისი,გრიბოედოვის ქ. 8-10