ყველა სადოქტორო პროგრამაზე – „საშემსრულებლო ხელოვნება“ (აკადემიური სიმღერა, კამერული ანსამბლი), „კომპოზიცია“ და „სამუსიკისმცოდნეო კვლევები“ (მუსიკის თეორია, მუსიკის ისტორია, ეთნომუსიკოლოგია, საეკლესიო მუსიკოლოგია) მისაღები გამოცდები/შემოქმედებითი ტურები ჩატარდება 26 ივნისიდან 03 ივლისამდე პერიოდში. სრული განრიგი გამოცხადდება არაუგვიანეს 19 ივნისისა.
რეგისტრაციის პერიოდი: 2023 წლის 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით (რეგისტრაციისთვის ელ.ფოსტაზე registration@tsc.edu.ge გამოსაგზავნი საბუთების ნუსხა იხ.ქვემოთ
შედეგები:
კამერული ანსამბლი: 27 ივნისი, 29 ივნისი
საეკლესიო მუსიკოლოგია:
მუსიკის თეორია: 26 ივნისი
სწავლის ხანგრძლივობა – 3 წელი/6 სემესტრი, 180 ECTS.
სწავლის წლიური საფასური
5000 ლარი (პროგრამა/სპეციალობა: კომპოზიცია)
4500 ლარი (პროგრამა „სამუსიკისმცოდნეო კვლევები“ სპეციალობები: მუსიკის თეორია, მუსიკის ისტორია, ეთნომუსიკოლოგია, საეკლესიო მუსიკოლოგია, საშემსრულებლო ხელოვნების ისტორია და თეორია)
5500 ლარი (პროგრამა „საშემსრულებლო ხელოვნება“ სპეციალობა: სოლო ფორტეპიანო)
6500 ლარი (პროგრამა „საშემსრულებლო ხელოვნება“ სპეციალობები: საორკესტრო საკრავები, აკადემიური სიმღერა, აკადემიური გუნდის დირიჟორობა, საკონცერტმაისტერო დაოსტატება, კამერული ანსამბლი)
→ სადოქტორო პროგრამებზე შემოქმედებითი ტურების შეფასების სისტემა
→ 2023-2024 სასწავლო წლისათვის მისაღები ადგილების რაოდენობა
→ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა ჩარიცხვის წესი
სადოქტორო პროგრამაზე „სამუსიკისმცოდნეო კვლევები“ (სპეციალობები: მუსიკის თეორია, მუსიკის ისტორია, ეთნომუსიკოლოგია, საეკლესიო მუსიკოლოგია, საშემსრულებლო ხელოვნების ისტორია და თეორია) ბარდება:
1. სპეციალობა იხ. მოთხოვნები
სადოქტორო პროგრამაზე „კომპოზიცია“ ბარდება:
1. სპეციალობა იხ. მოთხოვნები
სადოქტორო პროგრამაზე „საშემსრულებლო ხელოვნება“ (სპეციალობები: სოლო ფორტეპიანო, საკონცერტმაისტერო დაოსტატება, კამერული ანსამბლი, საორკესტრო საკრავები, აკადემიური გუნდის დირიჟორობა, აკადემიური სიმღერა) ბარდება:
1. სპეციალობა:
2. მომავალი სადისერტაციო ნაშრომის გაფართოებული გეგმის დაცვა. იხ. მოთხოვნები
აპლიკანტებმა რეგისტრაციისთვის ელ.ფოსტაზე registration@tsc.edu.ge უნდა გამოაგზავნონ შემდეგი საბუთები:
1. შემოქმედებით ტურებზე რეგისტრაციის შევსებული ფორმა (დანართი N1, შევსებული, ხელმოწერილი, დასკანირებული pdf);
2. პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
3. აკრედიტებული უმაღლესი აკადემიური სამუსიკო საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მუსიკის მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის და დიპლომის დანართის დედანი; / თუ დიპლომი და დანართი ჯერ არაა გაცემული,ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ; / უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარების და მაგისტრის ხარისხთან გათანაბრების დოკუმენტი, გაცემული საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ. (ნებისმიერი დოკუმენტის დედნის ელ. ასლი);
შენიშვნა: რეგისტრაციის პერიოდში უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარების დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში აპლიკანტს ამ დოკუმენტის წარმოსადგენად ეძლევა სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვიდან ერთი თვის ვადა;
4.კონკურსში (შემოქმედებითი ტური/გამოცდა) მონაწილეობის საფასურის (50 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლი (იხ.რეკვიზიტები);
5. ფოტოსურათი (3X4-ზე) ელექტრონული (JPG) სახით;
6. ავტობიოგრაფია – CV (დანართი N2);
7. პორტფოლიო (კანდიდატის აქტივობების დამადასტურებელი მასალები, რომელიც ასახავს მის პროფესიულ განვითარებას):
8. საგამოცდო დოკუმენტაცია:
9. უცხო ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, იტალიური – დამატებით მხოლოდ პროგრამაზე „საშემსრულებლო ხელოვნება“ / უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის – ქართული) ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი:
ა) არანაკლებ B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი – საერთაშორისო აღიარების მქონე (TOEFL, IELTS, CAMBRIDGE, GOETHE-ZERTIFIKAT, DELF/DALF, CILS, CELI, PLIDA) ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატი (დედნის ელ. ასლი);
ბ) შესაბამის ენაზე განათლების დამადასტურებელი (ბაკალავრის/მაგისტრის) დიპლომის ელ. ასლი;
გ) უცხო ქვეყანაში ოფიციალურად მუშაობის უფლების მქონე პირთათვის, მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
შენიშვნა: მითითებული დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაში აპლიკანტმა ჩარიცხვის შემდეგ სამი სემესტრის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს ზემოხსენებული სერტიფიკატი ან კონსერვატორიის მიერ შემოთავაზებული უნივერსიტეტიდან (თსუ) გამოცდის შედეგად მიღებული შესაბამისი ქულები.
გაფრთხილება: გაყალბებული დოკუმენტის აღმოჩენის შემთხვევაში ინფორმაცია გადაეცემა შესაბამის ორგანოებს. ამ შემთხვევაში აპლიკანტი არ დაიშვება გამოცდებზე, ან მისაღები გამოცდების შედეგები ანულირდება.
კონტაქტი:
სტუდენტთა მიღებისა და რეესტრის მართვის დეპარტამენტი
ოთახი: 227
ტელ:(+995 32) 2 995 194
email: admission@tsc.edu.ge
მისამართი: 0108, თბილისი,გრიბოედოვის ქ. 8-10