თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ბიბლიოთეკა 1917 წელს დარსდა. წიგნსაცავის ფონდში არაერთი უნიკალური ევროპული, რუსული და საბჭოთა ბეჭდური, თუ ხელნაწერი მასალაა დაცული, მათ შორის, XV-XVIII საუკუნით დათარიღებული რარიტეტული გამოცემებიც. ბიბლიოთეკაში ასევე განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ტრადიციული მრავალხმიანობისა და ქართული პროფესიული მუსიკის განყოფილებებს.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ბიბლიოთეკაში დაცულია 100 000-ზე მეტი საბიბლიოთეკო ერთეული, ნოტების, CD/DVD, მონოგრაფიების, სამეცნიერო კრებულებისა და სახელმძღვანელოების სახით. ბიბლიოთეკის კოლექციში შედის აგრეთვე ხელნაწერი შრომები, სამეცნიერო შრომები, საკონცერტო აფიშები, ბროშურები, სამეცნიერო წლიური შრომები და პერიოდული გამოცემები.
2004-2005 წელს „ქართუ ჯგუფის“ დაფინანსებით კონსერვატორიის ნაგებობა, მათ შორის ბიბლიოთეკაც რესტავრირდა. 2016-2017 წლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად, რომელიც ნორვეგიის მუსიკის აკადემიის ხელშეწყობით განხორციელდა, განახლდა ბიბლიოთეკის ინფრასტრუქტურა. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და ოსლოს მუსიკალური აკადემიის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დაინერგა ახალი სანოტო კლასიფიკაციის სტანდარტი და თსკ, ნორვეგიის განათლების საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის (SIU) ხელშეწყობით ჩაერთო საერთაშორისო პროექტში – “Bridging the Gap – Qualifying music students for a changing Music Profession” CPEA-2015 (2016-2019).
ბიბლიოთეკა ემსახურება ყველას, განურჩევლად ასაკისა, მოქალაქეობრივი სტატუსისა, იურიდიული, სოციალური, კულტურული, რელიგიური, გენდერული, ეთნიკური, თუ სხვა ნიშნის მიხედვით კუთვნილებისა, საკუთარი პიროვნული და პროფესიული განვითანრების ხელშეწყობის მიზნით;
ბიბლიოთეკაში არსებული ინფორმაცია საჯაროა და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის;
ბიბლიოთეკაში ხორციელდება არსებული კოლექციების ორგანიზება, გამდიდრება და განვითარება კონსერვატორიის საგანმანათლებლო, სამეცნიერო/კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობიდან გამომდინარე;
ბიბლიოთეკის მიზანი
კონტაქტი:
ბიბლიოთეკა ტელ: (+99532)2987183
email: library@tsc.edu.ge
სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. 10:00-19:00
შაბათი: 10:00-16:00