ანაზღაურებადი სტუდენტური სტაჟირება კონსერვატორიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია აცხადებს საბუთების მიღებას ანაზღაურებადი სტუდენტური სტაჟირებისთვის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში Erasmus+ პროექტების მიმართულებით. აღნიშნული სტუდენტური სტაჟირება მიზნად ისახავს სტუდენტების საუნივერსიტეტო სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშეწყობას, სტუდენტთა პიროვნული, პროფესიული და კარიერული განვითარების მხარდაჭერას. […]