28 იანვარს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის 80 წლის იუბილე საზეიმო გალა კონცერტით აღინიშნა.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის სტუდენტები. შესრულდა ბახის, ბეთჰოვენის, კრეისლერის, ლისტის, შუბერტის, ენესკუს, სტრავინსკის, ტოსტის, არაყიშვილის, სიხარულაშვილისა და კეჭაყმაძის ნაწარმოებები.
კონცერტის დაასრულა კონსერვატორიის სტუდენტთა გუნდმა ლიანა ჭონიშვილის ხელმძღვანელობით.
ღონისძება აუდიტორიის ფიზიკური დასწრებით, ქვეყანაში არსებული ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდა და მან აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურა. მომზადდა კონცერტის ვიდეო ჩანაწერი, რომელსაც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.
©ფოტოები – ილია ბაბურაშვილი