მიმართულება – სოლო აკადემიური სიმღერა
ისტორია – სოლო სიმღერის კათედრა შეიქმნა 1935 წელს. პირველი ხელმძღვანელი პროფ. ვ. ვრონსკი. მოგვიანებით კათედრას სათავეში ედგნენ ა. ინაშვილი და ვ. ხმალაძე. ფაკულტეტის დეკანად წლების მანძილზე მუშაობდა ო. ბახუტაშვილი-შულგინა.
სხვადასხვა წლებში კათედრაზე პედაგოგებად მიწვეულნი იყვნენ ცნობილი მომღერლები მათ შორის: ე. რიადნოვი, ტ. პოლიაევი, ა. ჯაყელი, ვ. ზელიანი, ბ. კორსოვი, ე. ბროჯი, მოგვიანებით: ო. ბახუტაშვილი-შულგინა, ლ. მიხალსკაია, პ. ზელეონაია, ა. რეშიმოვა, გ. კირილოვა.
კათედრის პედაგოგებს შორის იყვნენ: ა. ინაშვილი, ვ. ქაშაკაშვილი, ნ. ბახუტაშვილი, ვ. დავიდოვა, ნ. ცომაია, დ.მჭედლიძე, ვ. ხმალაძე, ნ. რაისკი, თ. ჭიჭინაძე, ნ.ხარაძე, დ.ბადრიძე, დ.ანდღულაძე.
კათედრაზე აღიზარდნენ ცნობილი მომღერლები: დ. ანდღულაძე, ნ. ანდღულაძე პ. ამირანაშვილი, მ. ამირანაშვილი, ზ. ანჯაფარიძე, დ. გამრეკელი, ბ. კრავეიშვილი, ც. ტატიშვილი, ზ. სოტკილავა, მ. ქასრაშვილი, თ.გურგენიძე, თ.გუგუშვილი, ე.გეწაძე, ჯ. მდივანი, ა. შომახია, პ. ბურჭულაძე, ლ. ათანელი, ე. ჭყონია, ი. ალიბეგაშვილი, ნ. სურგულაძე, და სხვ.
მიმართულების ხელმძღვანელი – პროფ. თეიმურაზ გუგუშვილი