თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის პირველკურსელები გაზაფხულის სემესტრს ახალი საგნით დაიწყებენ. Performance Coaching, 15 ლექციისგან შემდგარი სასწავლო კურსია, რომელიც განხორციელების იდეა დაიბადა ჰელსინკის ხელოვნების უნივერსიტეტის სიბელიუსის აკადემიაში არსებული ‘Performance Learning and Coaching’ კურსის საფუძველზე.
საგნის მიზანია შექმნას სტუდენტებისთვის ინკლუზიური გარემო, სადაც სხვადასხვა ფორმატში განხილული იქნება ის გამოწვევები და სირთულეები, რაც შემსრულებლების კარიერის განუყოფელი ნაწილია. სასწავლო კურსი სტუდენტებს ახალ ჭრილში დაანახებს შემსრულებლობას, როგორც პროფესიას. ის მიზნად ისახავს სტუდენტების მსოფლმხედველობის გაფართოებას და დივერსიფიცირებას, რათა დაეხმაროს მათ საკუთარი შესაძლებლობების თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად გამოყენებაში.
ახალი საგნის ფარგლებში, 10 თებერვალს, თბილისის დროით 15 საათზე პაივი არიასი, სიბელიუსის აკადემიის პროფესორი ჩაატარებს ლექცია-შესავალს.
დამატებითი ინფორმაცია პაივი არიასის შესახებ იხ. https://www.paiviarjas.com/