თამარ მეფის ორდენით დაჯილდოვდნენ:
თბილისის კონსერვატორიის ემერიტუსი, ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო ცენტრის დირექტორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ქალბატონი რუსუდან წურწუმია – ქართული მრავალხმიანი მუსიკის კვლევაში, საზღვარგარეთ ქართული მრავალხმიანი მუსიკისა და მსოფლიო მრავალხმიანი მუსიკის რუკაზე საქართველოს პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის.
საოპერო მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი მედეა ამირანაშვილი – ქართული საოპერო ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის.
,,სიმბოლურია, რომ ჩვენ თამარ მეფის ორდენს ვაძლევთ ამ ქალბატონებს, რაც იმ წარსულის გახსენებაა, რომ საქართველოში ძლიერი ქალები სიახლე არ არის და ეს ისტორიულადაა დადასტურებული“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
ვულოცავთ ქალბატონ რუსუდანს და ქალბატონ მედეას ამ დიდ აღიარებას!