დადგენილება № 90/2021 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფოკონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის კომპოზიციის მიმართულებაზე ასოცირებული პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევისა და ამავე მიმართულებაზე ასოცირებული პროფესორის ადგილის ვაკანტურად დატოვების შესახებ
დადგენილება № 90/2021
თარიღი: 20 ივლისი, 2021 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლისპირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ემუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილისსახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის,კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 17 მაისის #55/2021დადგენილების – “სსიპ – თბილისის ვანოსარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა დაკონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ (დამტკიცებულია კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოსმიერ 2021 წლის 20 მაისის № 18/2021 დადგენილებით), “სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობისსახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის კომპოზიციის მიმართულებაზეასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ” კონსერვატორიისრექტორის 2021 წლის 21 მაისის #02-62-R ბრძანების, სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობისსახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის კომპოზიციის მიმართულებაზეასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2021 წლის 24 ივნისის #76/2021 წლის დადგენილება) გადაწყვეტილების (წერილი:№ 873/24, 20.07.2021) და კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 20 ივლისის № 35 სხდომაზედაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი N 35),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი შემაჯამებელი ოქმი და მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის კომპოზიციის მიმართულებაზე აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:
ა.ა) მაია ვირსალაძე – ასოცირებული პროფესორი;
ა.ბ) ეკა ჭაბაშვილი – ასოცირებული პროფესორი;
2. სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის კომპოზიციის მიმართულებაზე ასოცირებული პროფესორის (1 ადგილი) საკონკურსო ადგილი დარჩეს ვაკანტური.
3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს კონსერვატორიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს კონსერვატორიის საქმეთა წარმოების სამსახურს.
5. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.tsc.edu.ge.
6. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
7. დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე