თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია 2020-2021 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის აცხადებს მიღებას სადოქტორო პროგრამებზე:
საშემსრულებლო ხელოვნება. სპეციალობები: სოლო ფორტეპიანო, აკადემიური გუნდის დირიჟორობა, აკადემიური სიმღერა, საორკესტრო საკრავები – ვიოლინო, ალტი, ვიოლონჩელო, კლარნეტი.
სამუსიკისმცოდნეო კვლევები. სპეციალობები: მუსიკის თეორია, მუსიკის ისტორია, ეთნომუსიკოლოგია, საეკლესიო მუსიკოლოგია, საშემსრულებლო ხელოვნების ისტორია და თეორია.
კომპოზიცია.
რეგისტრაციისა და შემოქმედებითი ტურების ვადები:
2020 წლის 27 დეკემბრიდან 2021 წლის 15 იანვრის ჩათვლით აპლიკანტთა რეგისტრაცია: დოკუმენტების გამოგზავნა ელ.ფოსტაზე registration@tsc.edu.ge;
2021 წლის 19 იანვარი შემოქმედებითი ტურების განრიგის გამოცხადება;
2021 წლის 20-26 იანვარი შემოქმედებითი ტურების ჩატარება.
რეგისტრაციისას გამოსაგზავნი იხ. დოკუმენტაცია კონსერვატორიის ვებგვერდზე
კონტაქტი:
სასწავლო დეპარტამენტი
ტელ.: (+995 32) 2 98 70 27
ელ-ფოსტა: study@tsc.edu.ge
მის: 0108, თბილისი,
გრიბოედოვის ქ.№ 8-10