ცხადდება თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის საბჭოში, საორკესტრო ჩასაბერი და დასარტყამი საკრავების მიმართულებაზე არსებული კვოტების შევსების მიზნით, საბჭოს წევრთა ხელახალი არჩევნები
საბჭოს წევრობის მსურველი აკადემიურმა პერსონალმა, შევსებული განაცხადის ფორმა უნდა წარადგინოს დასკანერებული სახით ელექტრონულად, შემდეგ ელ. ფოსტის- მისამართზე kantselaria@tsc.edu.ge ან მატერიალური სახით 2026 წლის 27 აპრილიდან 2026 წლის 4 მაისი ჩათვლით (კვირის გარდა) კონსერვატორიის საქმეთა წარმოების სამსახურში, 10.00- დან 18.00 საათამდე (ოთახი #216).
კვოტა – 2 ადგილი.
საშემსრულებლო ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები აირჩევიან საორკესტრო ჩასაბერი და დასარტყამი საკრავების მიმართულების სხდომაზე ღია კენჭისყრით, 2026 წლის 7 მაისს, 15:00 საათზე,
აუდიტორია #214 (საპროფესორო)
ფაკულტეტის საბჭოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს შესაბამისი მიმართულების პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი;