კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს წევრთა უფლებამოსილების 2026 წლის 30 სექტემბერს ამოწურვის გამო ვაკანსიების შევსების მიზნით, გამოცხადდა აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები 2026 წლის 25 სექტემბერს:
ა) საშემსრულებლო ფაკულტეტი – 3 (სამი) წევრი;
ბ) კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტი – 3 (სამი) წევრი.
კანდიდატთა რეგისტრაცია განხორციელდება 2026 წლის 16 სექტემბრიდან 2026 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით 10.00-დან 18.00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა; (მისამართი: ქ. თბილისი, ალ. გრიბოედოვის ქ. No8-10, ოთახი No216);
სარეგისტრაციო განაცხადისა და დოკუმენტაციის გამოგზავნა ასევე შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე: konkursi@tsc.edu.ge;
მეტი დეტალი იხილეთ ბრძანების ფაილში – ბრძნება