კატეგორიები
- გამოცემები (2)
- კონკურსი (12)
- კონფერენცია (38)
- კონცერტი (2)
- სწავლა (10)
- სხვა (21)
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ გამოსცა კონსერვატორიის პედაგოგის, სამუსიკო ხელოვნების დოქტორის ნინო (ნუცა) კასრაძის წიგნი „ფორტეპიანოზე დაკვრის სწავლების მეთოდიკა“. სახელმძღვანელოს ავტორს წლების მანძილზე მიჰყავს შესაბამისი სასწავლო კურსები თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიაში, ასევე, იგი ეყრდნობა ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებლებში სპეციალური ფორტეპიანოს სწავლების მრავალწლიან გამოცდილებას.
გამოცემა წარმოადგენს ლექციების მოკლე კურსს ქართულ და ინგლისურ ენებზე.
სალექციო კურსის მიზნობრივი აუდიტორიაა:
გამოცემის რეცენზენტები არიან რევაზ თავაძე და მანანა გოცირიძე; რედაქტორია ედიშერ სავიცკი. წიგნის გარეკანის დიზაინში გამოყენებულია მხატვარ გია ხუციშვილის ფერწერული ნამუშევრის ფრაგმენტი.