დადგენილება № 15/2023 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ადმინიტრაციის ხელმძღვანელის დამტკიცების შესახებ
დადგენილება №15/2023
თარიღი: 16 ნოემბერი, 2023 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–2 ნაწილისა და 57–ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 18-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მე-3 პუნქტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, “სსიპ –თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობით საბჭოში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დამტკიცების (არჩევნების) პროცედურის უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” კონსერვატორიის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 01 ნოემბრის № 02-47-R ბრძანებით დამტკიცებული საარჩევნო კომისიის 16.11.2023 წლის შემაჯამებელი ოქმისა და კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს 2023 წლის 16 ნოემბრის № 10 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის ოქმი № 10),
წარმომადგენლობითი საბჭო ადგენს:
1.სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 13 ნოემბრის N88/2023 დადგენილებით შერჩეული კანდიდატი – გიორგი ზაქარაია დამტკიცებულ იქნეს სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე (იხ. შემაჯამებელი ოქმი).
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს კონსერვატორიის საქმეთა წარმოების სამსახურს.
3. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ–გვერდზე www.tsc.edu.ge.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №64).
5. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
წარმომადგენლობითი საბჭოს
სხდომის თავმჯდომარე,
წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი ლეილა მარუაშვილი