დადგენილება № 34/2022 – სსიპ ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე „საშემსრულებლო ხელოვნება“ 2022-2023 სასწავლო წლისთვის გადანაწილებული და დაკორექტირებული მისაღები ადგილების დამტკიცების შესახებ
დადგენილება № 34/2022
თარიღი: 29 ივლისი, 2022 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ემუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი ნაწილის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების, კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის 2022 წლის 25 ივლისის № 18 სხდომის ოქმის და კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 29 ივლისის № 16 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი № 16),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1.დამტკიცდეს სსიპ ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე „საშემსრულებლო ხელოვნება“ 2022-2023 სასწავლო წლისთვის გადანაწილებული და დაკორექტირებული მისაღები ადგილები შემდეგი სახით:
მიმართულება | ინსტრუმენტი | MA – უფასო | MA – ფასიანი | PhD |
აკადემიური გუნდის დირიჟორობა | 4 | 0 + 1 | 0 | |
სპეც. ფორტეპიანო | 5 | 3 | 1 | |
სოლო აკადემიური სიმღერა | 5 | 3+2 | 2 | |
საორკესტრო სიმებიანი საკრავები | ||||
ვიოლინო | 3 | 0 | 1 (ვიოლინო) | |
ალტი | 3 | 0 | 0 | |
ჩელო | 1 | 0 | 0 | |
კონტრაბასი | 0 | 0 | 0 | |
გიტარა | 0 | 0 | 0 | |
არფა | 0 | 0 | 0 | |
საორკესტრო ჩასაბერი და დასარტყამი საკრავები | ||||
ფლეიტა | 1 | 0 | 0 | |
ჰობოი | 2 – აუთვისებელი | 0 | 0 | |
კლარნეტი | 1 | 0 | 0 | |
ფაგოტი | 1 – აუთვისებელი | 0 | 0 | |
ვალტორნა | 2 | 0 | 0 | |
საყვირი | 1 | 0 | 0 | |
ტრომბონი | 1 | 0 | 0 | |
კამერული ანსამბლის კლასი | 1 | |||
ნანა შარიქაძე აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე |