დადგენილება № 38/2022 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში 2022-2023 სასწავლო წლის სწავლის ფორმატის განსაზღვრის შესახებ
დადგენილება № 38/2022
თარიღი: 05 სექტემბერი, 2022 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს ,,უმაღლესი განათლების შესახებ კანონის” 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის „იზოლაციის და კარანტინის წესები“-ს შესახებ № 322 დადგენილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2022 წლის 04 აგვისტოს MES 5 22 0000875367 წერილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 31 აგვისტოს MES 7 22 0000977203 ბრძანების „2022-2023 სასწავლო წელს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებ“, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის № 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის და კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 05 სექტემბრის № 17 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი № 17),
აკადემიური საბჭო ადგენს:
2022-2023 სასწავლო წლიდან სწავლის პროცესი წარიმართოს სრულად დასწრებით ფორმატში;
2022-2023 სასწავლო წელს კონსერვატორიის მიერ განხორციელებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის იმ სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის განხორციელება, რომელსაც წარმართავს უცხოეთში მყოფი აკადემიური, სამეცნიერო ან/და მოწვეული პერსონალი, დაშვებულია უცხოეთიდან დისტანციური სწავლების ფორმით, გარდა პრაქტიკული კომპონენტისა, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამის, სასწავლო კურსის/საგნის ან სხვა კომპონენტის სწავლის შედეგების მიღწევისათვის, საჭიროებს სტუდენტისა და პროგრამის განმახორციელებელი პერსონალის ერთდროულად ერთ ფიზიკურ გარემოში ყოფნას;
დადგენილების მეორე პუნქტის შესრულებაზე კონტროლი უზრუნველყოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა ორივე ფაკულტეტთან კოორდინაციით;
კონსერვატორიის ფაკულტეტების დეკანებმა უზრუნველყონ სწავლების ფორმატის შესახებ სტუდენტების და აკადემიური/მოწვეული პერსონალის ინფორმირება;
დადგენილება გადაეგზავნოს კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის და საშემსრულებლო ფაკულტეტების დეკანებს, ფაკულეტეტების მიმართულებათა და პროგრამების ხელმძღვანელებს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, სასწავლო დეპარტამენტს, სტუდენტთა მიღებისა და რეესტრის მართვის დეპარტამენტს, კვლევის დეპარტამენტს, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტს;
დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ვებ-გვერდზე www.tsc.edu.ge;
წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №64);
დადგენილება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
ნანა შარიქაძე
აკადმიური საბჭოს თავმჯდომარე