თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის თეორიის მიმართულება გიწვევთ სამეცნიერო კონფერენციაზე მუსიკა საზღვრების გარეშე: კვლევა, შემოქმედება, ინტერპრეტაცია.
დევილ არუთინოვ-ჯინჭარაძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული მუსიკოლოგიის განვითარებაში. მისი მრავალწლიანი პედაგოგიური საქმიანობა და სამეცნიერო ნაშრომები დღემდე წარმოადგენს მნიშვნელოვანი კვლევებისა და პროფესიული დიალოგის საფუძველს.
კონფერენცია პატივს მიაგებს გამოჩენილი მეცნიერის მემკვიდრეობას. მისი მიზანია მუსიკოლოგიის, კომპოზიციის, საშემსრულებლო ხელოვნებისა და მუსიკალური კულტურის აქტუალურ საკითხებზე სამეცნიერო და შემოქმედებითი დისკუსიის წარმართვა პროფესორ დევილ არუთინოვ-ჯინჭარაძის სამეცნიერო მემკვიდრეობისა და მის მიერ დამკვიდრებული აკადემიური ტრადიციის გაგრძელების კონტექსტში.
მონაწილეობა შეუძლიათ – აკადემიურ, სამეცნიერო პერსონალს, ასევე, სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს (მათი ხელმძღვანელის თანხმობის შემთხვევაში)
ფორმატი: პირისპირ და ონლაინ
მოხსენებისთვის გამოყოფილი დრო – 25 წთ (20 +5 წთ. დისკუსიისთვის)
რეგისტრაციისთვის ჩამოტვირთეთ, შეავსეთ და გამოგზავნეთ განაცხადის ფორმა
აბსტრაქტი არაუმეტეს 250 სიტყვისა, შრიფტის ზომა – 12, ფონტი – Sylfaen, სტრიქონებს შორის მანძილი – 1.15
მნიშვნელოვანი თარიღები:
ჩატარების დრო – 6 ნოემბერი, 2026;
თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადა – არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა;
კონფერენციაზე დაშვებულ აპლიკანტებს პასუხი ეცნობებათ არაუგვიანეს 6 ოქტომბრისა.
შეკითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ: science@tsc.edu.ge