თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის თეორიის მიმართულება გიწვევთ სამეცნიერო კონფერენციაზე მუსიკა საზღვრების გარეშე: კვლევა, შემოქმედება, ინტერპრეტაცია.
დევილ არუთინოვ-ჯინჭარაძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული მუსიკოლოგიის განვითარებაში. მისი მრავალწლიანი პედაგოგიური საქმიანობა და სამეცნიერო ნაშრომები დღემდე წარმოადგენს მნიშვნელოვანი კვლევებისა და პროფესიული დიალოგის საფუძველს.
კონფერენცია პატივს მიაგებს გამოჩენილი მეცნიერის მემკვიდრეობას. მისი მიზანია მუსიკოლოგიის, კომპოზიციის, საშემსრულებლო ხელოვნებისა და მუსიკალური კულტურის აქტუალურ საკითხებზე სამეცნიერო და შემოქმედებითი დისკუსიის წარმართვა პროფესორ დევილ არუთინოვ-ჯინჭარაძის სამეცნიერო მემკვიდრეობისა და მის მიერ დამკვიდრებული აკადემიური ტრადიციის გაგრძელების კონტექსტში.
იხილეთ კონფერენციის პროგრამა და აბსტრაქტები.
კონფერებცია გაიმართება 2026 წლის 6 ნოემბერს კონსერვატორიის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში. დასაწყისი 10:00 სთ.
შეკითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ: science@tsc.edu.ge