2024 წლის 23 აპრილს გამოცხადებული შიდასაკონსერვატორიო სტუდენტური საკომპოზიტორო და მუსიკოლოგიური კონკურსების შედეგები
საკომპოზიტორო კონკურსი:
* ნომინაციაში „საუკეთესო ნაწარმოები სოლო ინსტრუმენტისთვის ან ხმისთვის“ პირველი პრემია მიენიჭა საბაკალავრო პროგრამა „კლავიშებიანი საკრავების“ პირველი კურსის სტუდენტს, გაბრიელ ხარაბაძეს კომპოზიციისთვის „Forms“.
* ნომინაციაში „საუკეთესო ნაწარმოები ანსამბლისთვის“ პირველი პრემია მიენიჭა საბაკალავრო პროგრამა „კომპოზიციის“ მეოთხე კურსის სტუდენტს, გაგი სიხარულაშვილს ნაწარმოებისთვის „Angst“, ხოლო მეორე პრემია − საბაკალავრო პროგრამა „კომპოზიციის“ მესამე კურსის სტუდენტს, ბეგი ნიკოლეიშვილს კომპოზიციისთვის „აბსურდულ-რეალური მიზანი“.
* ნომინაციაში „საუკეთესო ნაწარმოები თავისუფალი შემადგენლობისთვის” პირველი პრემია მიენიჭა გაგი სიხარულაშვილს კომპოზიციისთვის „Dyad mythes“, ხოლო მეორე პრემია − საბაკალავრო პროგრამა „კომპოზიციის“ მეოთხე კურსის სტუდენტს, თამარ ქიზიყურაშვილს კომპოზიციისთვის „ფილტრები“.
* ნომინაციაში „საუკეთესო ელექტრონული კომპოზიცია“ პირველი პრემია მიენიჭა გაგი სიხარულაშვილს ნაწარმოებისთვის „Untitled“; ხოლო მეორე პრემია – საბაკალავრო პროგრამა „მუსიკის ტენოლოგიის“ მესამე კურსი სტუდენტს, ლიზი სვანიძეს კომპოზიციისთვის ,Echoes of Anguish”.
მუსიკოლოგიური კონკურსი:
* ნომინაციაში „საუკეთესო მუსიკოლოგიური სამეცნიერო ნაშრომი“ პირველი პრემია მიენიჭა საბაკალავრო პროგრამა „მუსიკოლოგიის“ IV კურსის სტუდენტს, ანა სტროგანოვას ნაშრომისათვის „მუსიკალური გამოცანა ჟოსკენის მესაში L’homme armé super voces musicales“, ხოლო მეორე პრემია − საბაკალავრო პროგრამა „მუსიკოლოგიის“ II კურსის სტუდენტს, ნინო თავაძეს ნაშრომისათვის „ვაგნერის “ვეზენდონკის სიმღერები” − ციკლი “ტრისტანის” სფეროდან“.
* ნომინაციაში ,,საუკეთესო ნაშრომი მუსიკალურ ჟურნალისტიკაში”: პირველი პრემია არ გაიცა. მეორე პრემია მიენიჭა საბაკალავრო პროგრამა „მუსიკოლოგიის III კურსის სტუდენტს, მარიამ ხუციშვილს ნაშრომისათვის „ვახტანგ მაჭავარიანის საიუბილეო საღამო: ინტერვიუ ვახტანგ მაჭავარიანთან“.
* ნომინაციაში “საუკეთესო კრიტიკული ნამუშევარი” პირველი პრემია არ გაიცა. მეორე პრემია მიენიჭა საბაკალავრო პროგრამა „კომპოზიციის“ III კურსის სტუდენტს, ბეგი ნიკოლეიშვილს ნამუშევრისთვის „ბარბალეს საარაკო დავთარი“.