2 დეკემბერს ჩატარდა კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანის არჩევნები
საარჩევნო კომისიის 02.12.2022 წლის შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე (იხ. შემაჯამებელი ოქმი), სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით (ოქმი N26; 02.12.2022 წ.) 2022 წლის 12 დეკემბრიდან დეკანის თანამდებობაზე არჩეულ იქნეს სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი – ოთარ კაპანაძე;
გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64 (მე–12 კილომეტრი). გადაწყვეტილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.