ცხადდება სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდიის გუნდის წევრთა შერჩევა.
მოსმენა ჩატარდება 2023 წლის 08-09 თებერვალს.
ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
1. განცხადება კომისიის სახელზე;
2. პირადობის მოწმობის ასლი;
კანდიდატების შერჩევა განხორციელდება მოსმენის ფორმატში.
მოსმენა შედგება ორი ნაწილისაგან შემდეგი მოთხოვნების დაცვით:
* პირველი ნაწილი მოიცავს წინასწარ მითითებული ნაწარმოების შესრულებას.
* მეორე ნაწილი მოიცავს უცხო ნაწარმოების ფურცლიდან კითხვას.
თემატიკა:
მოსმენის პირველ ნაწილში მომღერალმა ოპერიდან (დონიცეტი – ოპერა ,,სიყვარულის ნექტარი’’) უნდა შეასრულოს მისი ხმის შესაბამისი გუნდის პარტია, ან პარტიის ის მონაკვეთები, რომლებიც მოთხოვნილი იქნება ადგილზე, კომისიის წევრების მიერ; შესაძლებელია, პარტია შესრულდეს ნოტებით. დივიზის შემთხვევაში მომღერალი ვალდებულია იცოდეს ხმის ორივე პარტია.
შეფასების კრიტერიუმები:
მოსმენის პირველ ნაწილში ყურადღებას გაამახვილებს მომღერლის ხმის ხარისხზე, დიაპაზონის ფლობაზე, დიქციაზე, ინტონაციასა და პარტიაში მოცემული აგოგიური და დინამიური ნიუანსების ზედმიწევნით შესრულებაზე. მეორე ნაწილში კომისია შეაფასებს მომღერლის ფურცლიდან კითხვის უნარებს სოლფეჯირებით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა:
კომისია მონაწილის მოსმენის შედეგად აფასებს მის მონაცემთა შესაბამისობას დასაკავებელი პოზიციის მოთხოვნებთან და გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით.
განცხადებისა და პირადობის მოწმობის ასლის მიღება იწარმოებს 2023 წლის 12 იანვრიდან 2023 წლის 31 იანვრის ჩათვლით 10.00-დან 18.00 საათამდე (მხოლოდ სამუშაო დღეებში), კონსერვატორიის კანცელარიაში (მისამართი: ქ. თბილისი, ალ. გრიბოედოვის ქ. № 8-10, ოთახი № 216, ელექტრონული მისამართი: kantselaria@tsc.edu.ge; საკონტაქტო პირი: თეა ტიგინაშვილი; საკონტაქტო ტელეფონები: 593710817; 598896030)
დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. ბრძანება და წესი