თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია კულტურულ-საგანმანათლებლო, შემოქმედებით სფეროში სხვადასხვა პროექტისა და პროგრამის განხორციელების პროცესში კონსერვატორიის სტუდენტების აქტიურად ჩართვა.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და თბილისის ოპერი და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ურთიერთთანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სტუდენტების შემოქმედებითი განვითარებასა და ორი ინსტიტუციის მიერ კულტურულ-საგანმანათლებლო და შემოქმედებითი პროექტების წარმატებულად განხორციელებაში