რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებზე დამკვირვებელთა რეგისტრაციის შესახებ
სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები გაიმართება 2023 წლის 30 ოქტომბერს.
როგორც ფიზკურ, ისე იურიდიულ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ საარჩევნო პროცესში დამკვირვებლის სტატუსით. ამისათვის, ფიზიკური და იურიდიული პირები უფლებამოსილნი არიან არჩევნების არა უგვიანეს 3 დღით ადრე მიმართონ
საარჩევნო კომისიას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად. ფიზიკურ პირს, რომელსაც სურს განახორციელოს დაკვირვება, უფლებამოსილია მიმართოს საარჩევნო კომისიას განცხადების საფუძველზე პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლის თანდართვით.
იხ. განაცხადის ფორმა – ფიზიკ.-პირ.-დამკვირვებლად-რეგისტრაციისას-განცხადების-ფორმა
იურიდიული პირის დამკვირვებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისათვის საჭიროა ორგანიზაციის ხელმძღვანელის ანდა სათანადო უფლებამოსილების მქონე პირის განცხადებას.
იხ.დანართი – იურ.-პირი-დამკვირვებლად-რეგისტრაციის-ფორმა _
თან ერთვოდეს განცხადების წარდგენამდე 10 დღის
ვადაში განახლებული ამონაწერი. ასევე, იმ პირის/პირთა მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) და პირადობის/პასპორტის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რომლებიც ორგანიზაციის სახელით დაკვირვებას განახორციელებენ.
პირი არ დაიშვება დამკვირვებლად, თუ იგი არის:
ა) ასარჩევი კანდიდატი;
ბ) კონსერვატორიის ადმინისტრაციული პერსონალი;
გ) ამომრჩეველი.
დამკვირვებლად რეგისტრაციის მსურველებმა განცხადება თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალ. გრიბოედოვის ქ. No8-10, ოთახი N212; სარეგისტრაციო განაცხადისა და დოკუმენტაციის გამოგზავნა ასევე შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე:
konkursi@tsc.edu.ge.